საქართველოს ეროვნული ავიაგადამზიდავი ფლოტის გაფართოებას გეგმავს

© photo: Sputnikავიაკომპანია Airzena Georgian Airlines-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია Airzena Georgian Airlines-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
ქართულმა ავიაგადამზიდავმა ახალი თვითმფრინავების შეკვეთა თავის პარტნიორთან, Aircompany Armenia-სთან ერთად განახორციელა.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airlines Group-ის ავიაპარკი სამი სატვირთო ხომალდით 737-800 Boeing Converted Freighter (BCF) შეივსება, იუწყება ტელეარხი „რუსთავი2“.
„ქართული ავიახაზების“ ფლოტის ახალი თვითმფრინავებით Boeing 737-800 BCF-ით შევსების შესახებ მისმა დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა და Boeing Global Services-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანი პოპმა დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ავიაგამოფენა Farnborough International Airshow-ზე განაცხადეს.

„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ რეგიონში ტვირთების საჰაერო გადაზიდვებისთვის ვამატებთ სამ 737-800 Boeing Converted Freighte-ს. 737-800BCF-ს აქვს მეტი დატვირთვის და დიაპაზონის შესაძლებლობა და შეუძლია გადაიტანოს როგორც ელექტრონული კომერციის ტვირთები, ასევე ზოგადი ტვირთი", – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

ქართულმა ავიაგადამზიდავმა ახალი თვითმფრინავების შეკვეთა თავის პარტნიორთან, Aircompany Armenia-სთან ერთად განახორციელა.
სტეფანი პოპის თქმით, კავკასიის რეგიონში სატვირთო ავიაგადაზიდვებზე მზარდი მოთხოვნაა და კომპანია სატვირთო ოპერაციების გაფართოებას მხარს უჭერს.
„მოხარულნი ვართ, რომ ავიაკომპანიებმა Georgian Airlines-მა და Armenia-მ შეარჩიეს 737-800BCF, რათა დააკმაყოფილონ მზარდი მოთხოვნა საჰაერო ტვირთზე იმ ბაზრებზე, რომლებსაც ისინი ემსახურებიან და გვაქვს პატივი, გავაგრძელოთ მათი სატვირთო ოპერაციების გაფართოების მხარდაჭერა“, – განაცხადა სტეფანი პოპმა.
სამივე „ბოინგი“ კომპანიის ავიაპარკს 2024 წლამდე შეემატება. ახალ თვითმფრინავებზე სატვირთო გადაზიდვებს განახორციელებს Georgian Airlines, რომლის განკარგულებაში უკვე არის ერთი Boeing 737-800BCF და ერთი B737SF.
Boeing 737-800BCF სატვირთო ხომალდს მეტი დატვირთვის შესაძლებლობა აქვს – 23,9 ტონამდე და ფრენებს უფრო შორ მანძილზე ახორციელებს – 3.750 კმ.
Georgian Airlines Group 2025 წლისთვის ფლოტის რაოდენობის გაზრდას 10 საჰაერო ხომალდამდე გეგმავს.
წყარო - ტელეარხი „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0