როგორ დავიცვათ ბავშვები სიცხისგან - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები

© photo: Sputnik / Stringerცხელი ზაფხული თბილისში
ცხელი ზაფხული თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდით ექიმს, წერია ინფორმაციაში.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს, თუ როგორ უნდა დაიცვან მშობლებმა ბავშვები ზაფხულის ცხელ დღეებში.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ზაფხულის ცხელი დღეები უარყოფითად აისახება პატარების ჯანმრთელობაზე. ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.
ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ კი ის ბავშვები იმყოფებიან, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

„ნებისმიერი მოულოდნელი ცვლილება, როგორიც შეიძლება იყოს ადრეული ზაფხულის მაღალი ტემპერატურის ტალღა, შეიძლება გახდეს სტრესის მიზეზი ბავშვის ორგანიზმისთვის. ძლიერმა სიცხემ ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით თქვენი ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდით ექიმს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იმისათვის, რომ თავი აარიდოთ მაღალი სიცხისგან გამოწვეულ გართულებებს:
თუ გაქვთ თერმოსტატის მქონე კონდიციონერი, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 220С და 260С-ს შორის), რაც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს.
მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას;
გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები – სავაჭრო ცენტრები, მაღაზია ან ბიბლიოთეკა, მეტრო;
ბავშვი აბანავეთ გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად);. ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში;
გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში;
თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას;
არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ;
დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით ბავშვს სხვადასხვა სითხე, სანამ მოსწყურდება.
ვრცელი ინფორმაციის ნახვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული რეკომენდაციების შესახებ შესაძლებელია ბმულზე.
ყველა ახალი ამბავი
0