მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რამდენი ფული სჭირდება ადამიანს იდეალური ცხოვრებისთვის: დადგინდა უახლესი კვლევით

CC BY-SA 2.0 / 401(K) 2012 / Moneyამერიკული დოლარი
ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
თბილისი, 20 ივლისი − Sputnik. ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი – ამას ლამის ყველა ადამიანს ეუბნებიან ცხოვრების რაღაც მომენტში, თუმცა ეს ბევრს სულაც არ უქრობს უფრო მეტი ფულის შოვნის სურვილს, ძალიან მდიდარ ადამიანებსაც კი. საკითხავია, რა თანხა სჭირდება თითოეულ ჩვენგანს სურვილების დასაკმაყოფილებლად?
სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩაატარეს კვლევა University of Bath-ის მეცნიერებმა. მათი მიზანი იყო დაედგინათ, რამდენი ფული სჭირდება ადამიანს იდეალური ცხოვრებისთვის. მათი კვლევა ჟურნალ The Nature-შია გამოქვეყნებული.
მეცნიერთა თქმით, ეკონომისტები ადამიანებს ხშირად განიხილავენ არსებებად, რომელთა სურვილები და საჭიროებები უსაზღვროა, ხოლო მათი დაკმაყოფილების რესურსები − შეზღუდული. მაგრამ ბრიტანელ სწავლულთა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სინამდვილეში უსაზღვრო საჭიროებები ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს, და რომ მათი უმეტესობა ბედნიერი იქნებოდა შეზღუდული, თუმცა მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხით.
მეცნიერებმა კვლევაში 8000 ადამიანი ჩართეს 33 ქვეყნიდან, და სთხოვეს წარმოედგინათ, რომ ლატარიაში მონაწილეობდნენ, სადაც სხვადასხვა ოდენობის ფულადი პრიზები თამაშდება. ყველაზე მცირე მოგება 10 ათასი აშშ დოლარი იყო, ყველაზე დიდი − 100 მილიარდი დოლარი. მონაწილეებს უნდა ეპასუხათ, რომელი პრიზის მოგებას ამჯობინებდნენ იმისთვის, რომ იდეალური ცხოვრება მოეწყოთ.
სწავლულების ვარაუდით, თუ ადამიანებს მართლაც შეუზღუდავი, უსაზღვრო სურვილები და მოთხოვნილებები აქვთ, მაშინ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში მაქსიმალურ პრიზს აირჩევდნენ. მაგრამ მათდა გასაოცრად, 33 ქვეყნის მოქალაქეთაგან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა აირჩია ყველაზე დიდი მოგება, უმეტესობა 10 მილიონ დოლარს ირჩევდა, ზოგი კი სულაც ერთი მილიონით კმაყოფილდებოდა.
გაირკვა ისიც, რომ შეუზღუდავ სურვილები უფრო მეტად ახალგაზრდებს აქვთ, ვიდრე ასაკოვან ადამიანებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ქვეყანაზე იყო დამოკიდებული − ეკონომიკურად სუსტად განვითარებულ ქვეყნებში სურვილებზე ასაკის გავლენა ასევე სუსტი იყო.
მკვლევარებმა მონაწილეები გამოკითხეს იმის თაობაზეც, თუ რაში დახარჯავდნენ, რას მოახმარდნენ პირველ რიგში ფულს პრიზის მოგების შემთხვევაში. გარდა ამისა, სთხოვეს განესაზღვრათ, რა იყო მათთვის უფრო ღირებული − ძალაუფლების მიღება თუ სხვათა დახმარება. და აქ ერთგვარმა შეუსაბამობამ იჩინა თავი: აღმოჩნდა, რომ შეუზღუდავი საჭიროებების მქონე ადამიანები უფრო ხშირად ამბობდნენ, რომ ფულს სხვების დასახმარებლად დახარჯავდნენ, მაგრამ ღირებულებების თვალსაზრისით სხვების დახმარება უფრო მნიშვნელოვანი შეზღუდული საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის იყო.
წყარო: The Nature
ყველა ახალი ამბავი
0