რა შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას პარტია „ლელო“ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში

© photo: Sputnikპარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე
პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
პარტია არ აპირებს მიიღოს მონაწილეობა კომისიებში, რომლებიც ოპოზიციასთან ფორმატის შეუთანხმებლად შეიქმნა, განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს 12 მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებული ყველა კანონპროექტის მომზადებაში, მაგრამ მხოლოდ ინსტიტუციურ ფორმატში და არა საპარლამენტო კომისიების სხდომებში, განაცხადა პარტიის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დღეს ოპოზიციონერ კოლეგებს დეოლიგარქიზაციის შესახებ ახალი კანონის ხედვა გააცნეს, რაც ქვეყნის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ერთ-ერთი პირობაა. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს „ლელომ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“.
„არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ კობახიძის (მმართველი პარტიის თავმჯდომარე - რედ.) მიერ შექმნილ კომისიებში, რადგან მას და „ქართულ ოცნებას“ რომ ჰქონოდათ სურვილი ოპოზიციასთან თანასწორი ურთიერთობის, ჯერ შეთანხმდებოდა მუშაობის ფორმატზე და შემდგომ გამოაცხადებდა ფორმატს. მაგრამ კობახიძემ თქვა, მე მინდა კომისიები. ეს მისი გადაწყვეტილებაა, ეს არ არის ინსტიტუციონალური ფორმატი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „ლელო“ იმოქმედებს ერთადერთი მიზნით, რომ 12-ვე პუნქტი შესრულდეს ზედმიწევნით ევროკავშირის სტანდარტებით, და არა ისე, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერებს სურთ.
დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ოლიგარქების შესახებ კანონის უკრაინული მოდელი, რომელიც ამ გაზაფხულზე ამოქმედდა. ევროკავშირის საბჭომ მოუწოდა უკრაინას, რომელმაც საქართველოსგან განსხვავებით უკვე მიიღო კანდიდატის სტატუსი, დაიწყოს ამ კანონის აღსრულება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებთან და პარლამენტის სპიკერთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას ესწრებოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები ალეკო ელისაშვილი („მოქალაქეები"), ანა ბუჩუკური და ბექა ლილუაშვილი („საქართველოსთვის"), ჰერმან საბო („გირჩი"), ფრიდონ ინჯია („ევროპელი სოციალისტები")".
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება. პუნქტებს შორის არის პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
ყველა ახალი ამბავი
0