https://sputnik-georgia.com/20220720/mtlianobashi-kmayopili-arian-evrodeputatbi-evrokavshiris-pirobebis-shesrulebaze-268719979.html
იმედისმომცემია: ევროდეპუტატები საქართველოს მიერ ევროკავშირის პირობების შესრულებაზე
იმედისმომცემია: ევროდეპუტატები საქართველოს მიერ ევროკავშირის პირობების შესრულებაზე
Sputnik საქართველო
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული... 20.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-20T19:12+0400
2022-07-20T19:12+0400
2022-07-20T21:46+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24848/97/248489741_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_220fed1a713fbf7eb9d6da4c17b93fa8.jpg
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მუშაობა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წაყენებული 12 პირობის შესასრულებლად ევროპარლამენტარებში იმედს აჩენს, განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა დევიდ მაკალისტერმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.ექვსმა ევროდეპუტატმა საქართველოში ვიზიტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყო. შემდეგ ისინი შეხვედრებს გამართავენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.მისი თქმით, ევროკავშირი ყოველთვის ძალიან აქტიურად მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რამენაირად მიაღწიონ შეთანხმებას ძირითად რეფორმებზე, დემოკრატიის განვითარებაზე და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია.„პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გვერდზე გადადოს საკუთარი უთანხმოება და ყველამ კონსტრუქციულად იმუშაოს ერთიანი მიზნის მისაღწევად. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ საქართველოზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ჩნდება ერთი სიტყვა – პოლარიზაცია“, – განაცხადა მაკალისტერმა.ევროდეპუტატის თქმით, ეს პოლიტიკური პროცესი ხასიათდება ძალზე მკაცრი რიტორიკით და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხელისუფლებასთან ერთად მუშაობის სურვილის არქონით.ამასთან, მან აღნიშნა ევროკავშირის საბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილების მნიშვნელობა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე.საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ორ ქვეყანას – უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა.მაკალისტერის თქმით, საქართველო ევროპული ოჯახის წევრია, მაგრამ ქვეყანამ უნდა გადაჭრას რიგი პრიორიტეტული საკითხები, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.ევროკავშირის გაფართოება არის პროცესი, რომელიც ეფუძნება ქვეყნების დამსახურებებს და მოითხოვს შესაბამის რეფორმებს. და ეს ნორმა „არ მოითმენს ვაჭრობას“.მისი თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს მშვიდობიან და უსაფრთხო ცხოვრებას „დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში“.ევროკავშირის 12 პირობის შესრულებისთვის ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმაც.„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში, სესიის ფორმით, კომიტეტებში, ანუ პლენარულ სხდომაზე ან კომიტეტებში, ასევე ხელისუფლების, უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. ჩვენ ყველგან უნდა ვიმუშაოთ და ყველამ უნდა იმუშაოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.საქართველო მხოლოდ ასე შეძლებს მიაღწიოს იმას, რაც მოსახლეობის 85%-ის სურვილია.გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბრიუსელში აქტიური მუშაობა უნდა აწარმოოს.„მუშაობა, პირველ რიგში, ბრიუსელში უნდა დაიწყოს. ველოდები, რომ აქედან იქ გაემგზავრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა ევროკომისიასთან გაარკვიონ რაღაც დეტალები და თუ როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ზოგი ნაწილი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.პრეზიდენტის აზრით, მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მან მთავრობას მოუწოდა – ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგის თამაში შეწყვიტოს და თავი დაანებოს განცხადებების კეთებას იმის თაობაზე, თითქოს ევროკავშირს საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილი აქვს.„მოვუწოდებ ხელისუფლებას, არის საკითხები, რომლებზეც საუბარი არ შეიძლება, არის ბრალდებები, მაგალითად ის, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტის გახსნას და ომს, ეს დაუშვებელია. არ შეიძლება ამ პირობებში დიალოგის დაწყება ხალხთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისთვის, რათა ამ რთულ სიტუაციაში ჩვენ გვითხრან, რომ ყოველმხრივ მხარს გვიჭერენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება. პუნქტებს შორის არის პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24848/97/248489741_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_0ecec79dac8df001af8a1f6f587eb938.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი
იმედისმომცემია: ევროდეპუტატები საქართველოს მიერ ევროკავშირის პირობების შესრულებაზე
19:12 20.07.2022 (განახლებულია: 21:46 20.07.2022) ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მუშაობა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წაყენებული 12 პირობის შესასრულებლად ევროპარლამენტარებში იმედს აჩენს, განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა დევიდ მაკალისტერმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ექვსმა ევროდეპუტატმა საქართველოში ვიზიტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყო. შემდეგ ისინი შეხვედრებს გამართავენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
„ის ფაქტი, რომ 12-პუნქტიანი გეგმის რეალიზაციაზე სერიოზული მუშაობა მიდის, ჩვენში დიდ იმედს აჩენს“, – განაცხადა მაკალისტერმა.
მისი თქმით, ევროკავშირი ყოველთვის ძალიან აქტიურად მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რამენაირად მიაღწიონ შეთანხმებას ძირითად რეფორმებზე, დემოკრატიის განვითარებაზე და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია.
„პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გვერდზე გადადოს საკუთარი უთანხმოება და ყველამ კონსტრუქციულად იმუშაოს ერთიანი მიზნის მისაღწევად. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ საქართველოზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ჩნდება ერთი სიტყვა – პოლარიზაცია“, – განაცხადა მაკალისტერმა.
ევროდეპუტატის თქმით, ეს პოლიტიკური პროცესი ხასიათდება ძალზე მკაცრი რიტორიკით და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხელისუფლებასთან ერთად მუშაობის სურვილის არქონით.
ამასთან, მან აღნიშნა ევროკავშირის საბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილების მნიშვნელობა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე.
„წინა თვეში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყო მართლაც ისტორიული. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლითაც გაჟღერდა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპეტივა. ესაა აღიარება იმისა, რომ ევროპა მხარს უჭერს ქართველი ხალხის და საქართველოს ევროპულ სწრაფვას და მზად არის, რომ ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდეს“, – განაცხადა მაკალისტერმა.
საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ორ ქვეყანას – უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა.
მაკალისტერის თქმით, საქართველო ევროპული ოჯახის წევრია, მაგრამ ქვეყანამ უნდა გადაჭრას რიგი პრიორიტეტული საკითხები, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
ევროკავშირის გაფართოება არის პროცესი, რომელიც ეფუძნება ქვეყნების დამსახურებებს და მოითხოვს შესაბამის რეფორმებს. და ეს ნორმა „არ მოითმენს ვაჭრობას“.
მისი თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს მშვიდობიან და უსაფრთხო ცხოვრებას „დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში“.
ევროკავშირის 12 პირობის შესრულებისთვის ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმაც.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში, სესიის ფორმით, კომიტეტებში, ანუ პლენარულ სხდომაზე ან კომიტეტებში, ასევე ხელისუფლების, უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. ჩვენ ყველგან უნდა ვიმუშაოთ და ყველამ უნდა იმუშაოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.
საქართველო მხოლოდ ასე შეძლებს მიაღწიოს იმას, რაც მოსახლეობის 85%-ის სურვილია.
გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბრიუსელში აქტიური მუშაობა უნდა აწარმოოს.
„მუშაობა, პირველ რიგში, ბრიუსელში უნდა დაიწყოს. ველოდები, რომ აქედან იქ გაემგზავრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა ევროკომისიასთან გაარკვიონ რაღაც დეტალები და თუ როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ზოგი ნაწილი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის აზრით, მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მან მთავრობას მოუწოდა – ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგის თამაში შეწყვიტოს და თავი დაანებოს განცხადებების კეთებას იმის თაობაზე, თითქოს ევროკავშირს საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილი აქვს.
„მოვუწოდებ ხელისუფლებას, არის საკითხები, რომლებზეც საუბარი არ შეიძლება, არის ბრალდებები, მაგალითად ის, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტის გახსნას და ომს, ეს დაუშვებელია. არ შეიძლება ამ პირობებში დიალოგის დაწყება ხალხთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისთვის, რათა ამ რთულ სიტუაციაში ჩვენ გვითხრან, რომ ყოველმხრივ მხარს გვიჭერენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება. პუნქტებს შორის არის პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.