https://sputnik-georgia.com/20220720/moaswarit-agvistomde-saqartvelosi-qorwinebis-rituali-zvirdeba-268726654.html
მოასწარით აგვისტომდე: საქართველოში ქორწინების რიტუალი ძვირდება
მოასწარით აგვისტომდე: საქართველოში ქორწინების რიტუალი ძვირდება
Sputnik საქართველო
მათ, ვინც მომავალში ყველაზე ლამაზ საქორწინო ზეიმს გეგმავდა, უნდა იჩქარონ
2022-07-20T23:30+0400
2022-07-20T23:30+0400
2022-07-20T23:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
დემოგრაფია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/15/249515710_0:137:3154:1911_1920x0_80_0_0_63d25a1ec7b3f46717dc87eb96004465.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოში 1 აგვისტოდან ქორწინებასთან დაკავშირებული რიტუალების ღირებულება ძვირდება, ნათქვამია „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 18 ივლისს გამოსცა.ცვლილებების თანახმად, 1 აგვისტოდან სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი იღირება.ე.წ. გასვლითი ქორწინება საქართველოში უკვე 255 ლარი დაჯდება (170 ლარის ნაცვლად).მათ, ვისაც ქორწინების რეგისტრაცია სურთ საზეიმო ვითარებაში, რომელსაც აუცილებლად უნდა ახლდეს მუსიკა, ყვავილები და შამპანური, 135 ლარის გადახდა მიუწევთ. უქმეებზე ეს რიტუალი დაჯდება 225 ლარი (150 ლარის ნაცვლად).სარიტუალო მომსახურების საფასურის გადახდა იუსტიციის სახლში განაცხადის შეტანის დღეს ხდება.ამჟამად თბილისში სამი ქორწინების სახლია, თითო-თითო – რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და სიღნაღში. ქორწინების რეგისტრაცია სულ რამდენიმე წუთში ასევე შესაძლებელია ნებისმიერ იუსტიციის სახლში.წყარო - „საკანონმდებლო მაცნე“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/15/249515710_213:0:2942:2047_1920x0_80_0_0_69f1f115282919853ec3c7e40772c355.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აგვისტო საქართველო ქორწინება რიტუალი გაძვირება
აგვისტო საქართველო ქორწინება რიტუალი გაძვირება
მოასწარით აგვისტომდე: საქართველოში ქორწინების რიტუალი ძვირდება
23:30 20.07.2022 (განახლებულია: 23:31 20.07.2022) მათ, ვინც მომავალში ყველაზე ლამაზ საქორწინო ზეიმს გეგმავდა, უნდა იჩქარონ
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოში 1 აგვისტოდან ქორწინებასთან დაკავშირებული რიტუალების ღირებულება ძვირდება, ნათქვამია „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 18 ივლისს გამოსცა.
ცვლილებების თანახმად, 1 აგვისტოდან სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი იღირება.
ე.წ. გასვლითი ქორწინება საქართველოში უკვე 255 ლარი დაჯდება (170 ლარის ნაცვლად).
მათ, ვისაც ქორწინების რეგისტრაცია სურთ საზეიმო ვითარებაში, რომელსაც აუცილებლად უნდა ახლდეს მუსიკა, ყვავილები და შამპანური, 135 ლარის გადახდა მიუწევთ. უქმეებზე ეს რიტუალი დაჯდება 225 ლარი (150 ლარის ნაცვლად).
სარიტუალო მომსახურების საფასურის გადახდა იუსტიციის სახლში განაცხადის შეტანის დღეს ხდება.
ამჟამად თბილისში სამი ქორწინების სახლია, თითო-თითო – რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და სიღნაღში. ქორწინების რეგისტრაცია სულ რამდენიმე წუთში ასევე შესაძლებელია ნებისმიერ იუსტიციის სახლში.