მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების შესყიდვას განაგრძობს

© Pexels / PhotoMIX Companyბინის გასაღები
ბინის გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფონდის შექმნა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, მიმდინარე წლიდან კი აღნიშნული პროგრამის რეალიზებას ახორციელებს.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების შესყიდვას აგრძელებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მერის თქმით, თბილისში უსახლკაროს სტატუსით ამჟამად დაახლოებით 400 ოჯახი სარგებლობს და მუნიციპალიტეტს ისინი ქირით ჰყავს გაყვანილი. საცხოვრებელი ფართების შეძენა ამ ადამიანებისთვის ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე შესყიდულია ჯამში 53 ბინა. ჩვენი დაპირებაა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში მთლიანად დაიხურება ეს თემა, არცერთი უსახლკარო თბილისელი არ დარჩება მუნიციპალური საცხოვრისის გარეშე და ყველას გადაეცემა საცხოვრებელი ფართები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ უსახლკაროს სტატუსის მისაღებად მოქალაქეებმა მათსავე რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ, სადაც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფონდის შექმნა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, მიმდინარე წლიდან კი აღნიშნული პროგრამის რეალიზებას ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0