ლავროვი: აშშ-ს და ბრიტანეთს რუსეთის ევროპასთან შეჯახება სურთ

© photo: Sputnik / Press-service of MFA of Russia / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
თბილისი, 20 ივლისი − Sputnik. შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი უზარმაზარ ზეწოლას ახდენენ გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშზე, რათა იგი თავის ინტერესებში გამოიყენონ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ გენერალურ მდივანზე არის უზარმაზარი ზეწოლა, უპირველეს ყოვლისა, ამერიკელების, ბრიტანელების მხრიდან, რომლებიც მის ირგვლივ დაფუძნდნენ სამდივნოში მოადგილეების პოზიციებზე და აქტიურად იყენებენ ამ პრივატიზებულ სტრუქტურას თავის სასარგებლოდ. ეს სამწუხაროა“, − განაცხადა ლავროვმა.

ამასთან მან აშშ და დიდი ბრიტანეთი იმაშიც დაადანაშაულა, რომ ამ ქვეყნებს რუსეთის ევროპასთან შეჯახება სურთ.
მისი თქმით, „ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებს, გერმანელების, პოლონელებისა და ბალტიისპირელების აქტიური მხარდაჭერით, ძალიან უნდათ ეს ომი ნამდვილ ომად აქციონ და რუსეთი ევროპის ქვეყნებს შეაჯახონ“.
ყველა ახალი ამბავი
0