ბორჯომში „კავალერიის შენობა“ რესტავრაციის შემდეგ ულამაზეს მუზეუმად იქცა - ფოტოები

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia რესტავრირებული „კავალერიის შენობა“ ბორჯომში
რესტავრირებული „კავალერიის შენობა“ ბორჯომში - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
კულტურის ძეგლის რესტავრაციაზე 2,8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ბორჯომის „კავალერიის შენობა“, რომელიც მე-19 საუკუნეში აიგო, კაპიტალური აღდგენითი სამუშაოების შემდეგ ადაპტირებულია მუზეუმად და მალე სტუმრებს მიიღებს, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia რესტავრირებული „კავალერიის შენობა“ ბორჯომში
В Боржоми уникальное по красоте здание  Кавалерийского корпуса превратили в музей - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
რესტავრირებული „კავალერიის შენობა“ ბორჯომში
გოთიკური სტილის „კავალერიის შენობა“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ის არქიტექტორმა ალბერტ ზალცმანმა ააშენა.
© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia რესტავრირებული „კავალერიის შენობა“ ბორჯომში
В Боржоми уникальное по красоте здание  Кавалерийского корпуса превратили в музей - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
რესტავრირებული „კავალერიის შენობა“ ბორჯომში
შენობა ბუნებრივი ქვის, აგურისა და ხისგან არის აშენებული. აღდგენამდე ის ძლიერ იყო დაზიანებული. შენობის უკანა ნაწილი ნაწილობრივ, სართულშუა გადახურვები და ინტერიერი კი სრულად იყო განადგურებული.
© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia რესტავრირებული „კავალერიის შენობა“ ბორჯომში
В Боржоми уникальное по красоте здание  Кавалерийского корпуса превратили в музей - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
რესტავრირებული „კავალერიის შენობა“ ბორჯომში
„შენობა შეიძენს ახალ ფუნქციას, რითაც თამამად უპასუხებს საზოგადოებრივად საინტერესო სამუზეუმო-საგამოფენო სივრცის მოთხოვნებს, ხოლო ბორჯომელებისა და დამსვენებლებისთვის გაჩნდება კიდევ ერთი საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრი“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღდგენილი შენობის დათვალიერების შემდეგ.
© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia რესტავრირებული „კავალერიის შენობა“ ბორჯომში
В Боржоми уникальное по красоте здание  Кавалерийского корпуса превратили в музей - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
რესტავრირებული „კავალერიის შენობა“ ბორჯომში
უწყების პრეს-ცენტრის ინფორმაციით, შენობა აუთენტურობის სრული დაცვით აღადგინეს. ახლა იქ მოწყობილია საგამოფენო დარბაზები, სადაც განთავსდება ბორჯომის სამხარეო მუზეუმში დაცული ექსპონატების ნაწილი.
© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia რესტავრირებული „კავალერიის შენობა“ ბორჯომში
В Боржоми уникальное по красоте здание  Кавалерийского корпуса превратили в музей - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
რესტავრირებული „კავალერიის შენობა“ ბორჯომში
აღდგენის პროექტი განახორციელა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტზე 2,8 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.
© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia რესტავრირებული „კავალერიის შენობა“ ბორჯომში
В Боржоми уникальное по красоте здание  Кавалерийского корпуса превратили в музей - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
რესტავრირებული „კავალერიის შენობა“ ბორჯომში
ირაკლი ქარსელაძე ასევე გაეცნო „კავალერიის შენობის“ მიმდებარედ მერაბ კოსტავას სახელობის პარკის აღდგენის სამუშაოებს. პროექტს ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტი „განახლებული რეგიონების“ პროგრამით მიღებული თანხებით.
© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia რესტავრირებული „კავალერიის შენობა“ ბორჯომში
В Боржоми уникальное по красоте здание  Кавалерийского корпуса превратили в музей - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
რესტავრირებული „კავალერიის შენობა“ ბორჯომში
სამუშაოები ითვალისწინებს საბავშვო მოედნების, ამფითეატრის, შადრევნის, საფეხმავლო ბილიკებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას.
ყველა ახალი ამბავი
0