ევროკავშირის ელჩმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა

© photo: Sputnik / Stringerკარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შვედი დიპლომატის ადგილს თბილისში პოლონელი პაველ ჰერჩინსკი დაიკავებს.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ქვეყანაში თავისი დიპლომატიური მისია დაასრულა.

„დიდი მადლობა იმისათვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, იმიტომ რომ საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი... გასულ თვეში ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია“, – განაცხადა ჰარცელმა.

მისი თქმით, ის ამაყობს, რომ ამ ისტორიული მომენტის მოწმეა და სწამს, რომ საქართველო ყველა შესაძლებლობას წარმატებით გამოიყენებს.
შვედი დიპლომატის თანამდებობას პოლონელი პაველ ჰერჩინსკი დაიკავებს.
ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობას საქართველოში ელჩი კარლ ჰარცელი 2018 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა მას მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება.
ყველა ახალი ამბავი
0