https://sputnik-georgia.com/20220720/kaladze-tamar-mepis0gamzirze-samushaoebi-gamis-saatebshi-chaardeba-268711465.html
კალაძე: თამარ მეფის გამზირზე საგზაო სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება
კალაძე: თამარ მეფის გამზირზე საგზაო სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება
Sputnik საქართველო
დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოების განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობის მიმართულებები უცვლელი დარჩება. 20.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-20T16:37+0400
2022-07-20T16:37+0400
2022-07-20T20:48+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24029/31/240293173_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_475bf29d8bbdefcb7a967c94bdde2d97.jpg
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. მირიან მეფის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირსა და ბალანჩინის ქუჩაზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებია დაგეგმილი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია/მოდერნიზება და ავტობუსისთვის განკუთვნილი ზოლის დახაზვა.დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოების განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობის მიმართულებები უცვლელი დარჩება.თბილისის მერმა საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ სამუშაოებისთვის ზაფხულის პერიოდი მიზანმიმართულად შეირჩა, რადგან ამ დროს მოქალაქეების ნაწილი ქალაქგარეთ იმყოფება და თბილისში ნაკლები ავტომობილი გადაადგილდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24029/31/240293173_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_e52a5ad89aba24abc6f3e186082f1758.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: თამარ მეფის გამზირზე საგზაო სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება
16:37 20.07.2022 (განახლებულია: 20:48 20.07.2022) დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოების განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობის მიმართულებები უცვლელი დარჩება.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. მირიან მეფის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირსა და ბალანჩინის ქუჩაზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებია დაგეგმილი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია/მოდერნიზება და ავტობუსისთვის განკუთვნილი ზოლის დახაზვა.
„ყოველივე ეს კეთდება იმისთვის, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი. თამარ მეფის გამზირზე სამუშაოები ჩატარდება ღამის განმავლობაში – 24:00-დან 06:00 საათამდე, მირიან მეფის ქუჩაზე კი საგზაო კუნძულის გარშემო არსებული გზის სავალი ნაწილი შეიზღუდება ერთი ზოლით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოების განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობის მიმართულებები უცვლელი დარჩება.
თბილისის მერმა საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ სამუშაოებისთვის ზაფხულის პერიოდი მიზანმიმართულად შეირჩა, რადგან ამ დროს მოქალაქეების ნაწილი ქალაქგარეთ იმყოფება და თბილისში ნაკლები ავტომობილი გადაადგილდება.