https://sputnik-georgia.com/20220720/janmos-axali-monacemebi-mamimunis-yvavilis-sesaxeb-virusi-ukve-70-qveyanasi-dafiqsirda-268726483.html
ჯანმოს ახალი მონაცემები მაიმუნის ყვავილის შესახებ: ვირუსი უკვე 70 ქვეყანაში დაფიქსირდა
ჯანმოს ახალი მონაცემები მაიმუნის ყვავილის შესახებ: ვირუსი უკვე 70 ქვეყანაში დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის მსოფლიოში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.
2022-07-20T23:06+0400
2022-07-20T23:06+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
ჯანმო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/18/250144505_0:0:3110:1749_1920x0_80_0_0_443d0fd578c288407b75a1c5a9f24aa6.jpg
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. წლის დასაწყისიდან მაიმუნის ყვავილი მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა, დაფიქსირდა 14 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.ინფექციების უმეტესობა კვლავ ევროპაშია გამოვლენილი, ძირითადად მამაკაცებს შორის, რომლებსაც სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან ჰქონდათ, აღნიშნა მან.ამასთან, ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოში აღნიშნეს, რომ მაიმუნის ყვავილი არ განიხილება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციად, მაგრამ შეიძლება იყოს გადამდები ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით.მაიმუნის ყვავილი — ცხოველებისა და ადამიანის ვირუსული დაავადება. ჩვეულებრივ მსუბუქი მიმდინარეობისაა, ადამიანების უმრავლესობა რამდენიმე კვირაში ჯანმრთელდება, იშვიათად შესაძლებელია გართულებები.ადამიანებში დაავადება ინფიცირებიდან დაახლოებით ორ კვირაში ვლინდება, მისთვის დამახასიათებელია ციებ-ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე და დაღლილობა, ასევე ლიმფური კვანძების შეშუპება. რამდენიმე დღის შემდეგ სახესა და ტანზე ჩნდება გამონაყარი. საბოლოოდ ისინი იფარება ფუფხით და სცილდება, დაავადება კი ორ-სამ კვირაში გადის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/18/250144505_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_d197dbd395dfed5c20c5f8aaeea56cae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანმო ახალი მონაცემები მაიმუნი ყვავილი ვირუსი 70 ქვეყანა
ჯანმო ახალი მონაცემები მაიმუნი ყვავილი ვირუსი 70 ქვეყანა
ჯანმოს ახალი მონაცემები მაიმუნის ყვავილის შესახებ: ვირუსი უკვე 70 ქვეყანაში დაფიქსირდა
23:06 20.07.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ამ დროისთვის მსოფლიოში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. წლის დასაწყისიდან მაიმუნის ყვავილი მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა, დაფიქსირდა 14 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
„რაც შეეხება მაიმუნის ყვავილს, წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში 70-ზე მეტი ქვეყნიდან და ტერიტორიიდან დაახლოებით 14.000 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის დაფიქსირდა გარდაცვალების ხუთი შემთხვევა, ყველა აფრიკაში“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა ბრიფინგზე.
ინფექციების უმეტესობა კვლავ ევროპაშია გამოვლენილი, ძირითადად მამაკაცებს შორის, რომლებსაც სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან ჰქონდათ, აღნიშნა მან.
ამასთან, ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოში აღნიშნეს, რომ მაიმუნის ყვავილი არ განიხილება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციად, მაგრამ შეიძლება იყოს გადამდები ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით.
მაიმუნის ყვავილი — ცხოველებისა და ადამიანის ვირუსული დაავადება. ჩვეულებრივ მსუბუქი მიმდინარეობისაა, ადამიანების უმრავლესობა რამდენიმე კვირაში ჯანმრთელდება, იშვიათად შესაძლებელია გართულებები.
ადამიანებში დაავადება ინფიცირებიდან დაახლოებით ორ კვირაში ვლინდება, მისთვის დამახასიათებელია ციებ-ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე და დაღლილობა, ასევე ლიმფური კვანძების შეშუპება. რამდენიმე დღის შემდეგ სახესა და ტანზე ჩნდება გამონაყარი. საბოლოოდ ისინი იფარება ფუფხით და სცილდება, დაავადება კი ორ-სამ კვირაში გადის.