მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბრიტანელებს პრემიერად ოპოზიციის ლიდერის ხილვა სურთ: გამოკითხვის შედეგები

© photo: Sputnik / Aiush Pachnanda / გადასვლა მედიაბანკშიდიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
თბილისი, 20 ივლისი − Sputnik. ბრიტანელებს პრემიერ-მინისტრად ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერის საირუს სტარმერის ხილვა უფრო სურთ, ვიდრე კონსერვატორი კანდიდატებიდან ერთ-ერთისა, რომლებიც ამჟამად თანამდებობისთვის იბრძვიან, ირკვევა მარკეტინგული კვლევისა და ანალიზის სააგენტო Opinium-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის ბრძოლის მეხუთე ტურში ფინანსთა ყოფილი მდივანი რიში სუნაკი, საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე პენი მორდაუნტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი გავიდნენ. მეხუთე ტური ოთხშაბათს გაიმართება და კონსერვატორებს შორის ორ ფინალისტს გამოავლენს.
გამოკითხვის თანახმად, პენი მორდაუნტის ბრიტანეთის მთავრობის სათავეში მოსვლას რესპონდენტთა 33% უჭერს მხარს, 45% კი ოპოზიციის ლიდერს საირუს სტარმერს ანიჭებს უპირატესობას.
ამასთან გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა ლიზ ტრასს აქვს − 32%. გამოკითხულთა 46%-მა მას ისევ საირუს სტარმერი ამჯობინა.
გამოკითხვა 18 და 19 ივლისს ჩატარდა და მასში 2000 ბრიტანელი მონაწილეობდა. გამოკითხვის მეთოდოლოგია და სტატისტიკური ცდომილება მითითებული არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0