https://sputnik-georgia.com/20220720/did-digomshi-killages-koncerti-gaimarteba-268710990.html
„თბილისის ცის ქვეშ“: დიდ დიღომში ბენდ Killages-ის კონცერტი გაიმართება
„თბილისის ცის ქვეშ“: დიდ დიღომში ბენდ Killages-ის კონცერტი გაიმართება
Sputnik საქართველო
პროექტი, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, ივლისის ბოლოს დასრულდება. 20.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-20T16:12+0400
2022-07-20T16:12+0400
2022-07-20T20:38+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24497/27/244972763_0:113:1599:1012_1920x0_80_0_0_580f20920ab70925582e357096c3b1f4.jpg
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. დიდი დიღმის ახალ პარკში პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში 23 ივლისს კონცერტი გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.კონცერტი მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ახლახან რეაბილიტირებულ პარკში 21:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. მსმენელის განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები, მათ შორის ბენდი Killages იზრუნებენ.გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში 18:00-დან 23:00 საათამდე პერიოდში სხვადასხვა აქტივობა გაიმართება.როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტი, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, ივლისის ბოლოს დასრულდება.„აგვისტოში გარკვეული პაუზა გვექნება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქიდან გადის. შესაბამისად, აგვისტოს ბოლოდან ან სექტემბრიდან პროექტი ისევ გაგრძელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ მერიამ 2018 წელს დაიწყო და ის ღია სივრცეებსა და პარკებში მასობრივი კულტურული ღონისძიებების გამართვას ითვალისწინებს. პროექტის მიზანი, ერთი მხრივ, ქართველი შემსრულებლების ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი მოსახლეობის განწყობაზე ზრუნვაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24497/27/244972763_49:0:1548:1124_1920x0_80_0_0_ff99d2579135f1b0f650d6554baf9bd0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
„თბილისის ცის ქვეშ“: დიდ დიღომში ბენდ Killages-ის კონცერტი გაიმართება
16:12 20.07.2022 (განახლებულია: 20:38 20.07.2022) პროექტი, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, ივლისის ბოლოს დასრულდება.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. დიდი დიღმის ახალ პარკში პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში 23 ივლისს კონცერტი გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კონცერტი მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ახლახან რეაბილიტირებულ პარკში 21:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. მსმენელის განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები, მათ შორის ბენდი Killages იზრუნებენ.
„პატარებისთვის მოეწყობა მეზღაპრის კუთხე, ილუსტრატორთა კუთხე, ასევე გაიმართება თითების თეატრისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმოდგენები. სპორტული ნაწილი მინი-გოლფით, მაგიდის ჩოგბურთითა და სხვა აქტივობებით იქნება დატვირთული. საფესტივალო დღეს DJ-ს პროგრამა დაასრულებს“, – განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში 18:00-დან 23:00 საათამდე პერიოდში სხვადასხვა აქტივობა გაიმართება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტი, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, ივლისის ბოლოს დასრულდება.
„აგვისტოში გარკვეული პაუზა გვექნება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქიდან გადის. შესაბამისად, აგვისტოს ბოლოდან ან სექტემბრიდან პროექტი ისევ გაგრძელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ მერიამ 2018 წელს დაიწყო და ის ღია სივრცეებსა და პარკებში მასობრივი კულტურული ღონისძიებების გამართვას ითვალისწინებს. პროექტის მიზანი, ერთი მხრივ, ქართველი შემსრულებლების ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი მოსახლეობის განწყობაზე ზრუნვაა.