უშანსო მარცხი რუს ჩოგბურთელთან - ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი დაასრულა

© AFP 2024 / CHRISTOF STACHEნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი, ზედიზედ მესამედ, საწყის ეტაპზევე წააგო.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ჰამბურგის ღია პირველობაზე საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ტურნირზე მე-6 ნომრად იყო განთესილი, პირველივე წრეში დამარცხდა.
ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში რუს ასლან კარაცევს დაუპირისპირდა და შეხვედრა ორ სეტში ანგარიშით 4:6, 0:6 დათმო.
ბასილაშვილმა პირველ სეტში 2:3-ზე საკუთარი მოწოდება წააგო, თუმცა უკუბრეიქის შესრულება მალევე მოახერხა და ანგარიში 4:5 გახდა. თუმცა ქართველმა სპორტსმენმა ჩაწოდება კიდევ ერთხელ წააგო და რუსი ჩოგბურთელი წინ გავიდა.
მეორე სეტში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა, ნიკამ ყველა გეიმი წააგო, მან მეტოქეს ბურთი მხოლოდ სამჯერ ჩაუგდო, ექვსიდან ოთხი გეიმი კი უქულოდ დათმო. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე ასპარეზობა ზუსტად ერთ საათში დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ეს ზედიზედ მესამე მარცხია. ქართველმა ჩოგბურთელმა ჯერ უიმბლდონის მე-3 წრეში ნიდერლანდელ ვან რეიტჰოვენთან დათმო სამსეტიანი ორთაბრძოლა, ბასტადში კი გასტონთან შეხვედრა ნაადრევად დაასრულა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰაბურგის ტურნირი 2018 და 2019 წლებში მოგებული აქვს, მას შემდეგ კი სამი წელია საწყის რაუნდში მარცხდება.
ყველა ახალი ამბავი
0