https://sputnik-georgia.com/20220719/vaxtang-kikabidze-iubilaria-268648042.html
ვახტანგ კიკაბიძე დაბადების დღეს დიდი კონცერტით აღნიშნავს
ვახტანგ კიკაბიძე დაბადების დღეს დიდი კონცერტით აღნიშნავს
Sputnik საქართველო
კონცერტის სტუმრები ყველასთვის საყვარელ კომპოზიციებს მოისმენენ. 19.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-19T11:18+0400
2022-07-19T11:18+0400
2022-07-19T15:31+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23300/17/233001737_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_f597cd5f72f464d4275795029c437d35.jpg
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე თავის 84-ე დაბადების დღეს 19 ივლისს ბათუმში დიდი კონცერტით აღნიშნავს.მსახიობი უკვე რამდენიმე წელია ტრადიციას არ ღალატობს და დაბადების დღეს სცენაზე ხვდება. ამჯერად მაესტრო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე თავის მეგობრებთან ერთად გამოვა. კონცერტი საქველმოქმედო ხასიათისაა.ვარსკვლავის გზაკინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს თბილისში დაიბადა. იგი 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში – უცხო ენათა ინსტიტუტში.მუსიკამ ბავშვობიდანვე გაიტაცა, მღეროდა და უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ბუბა კიკაბიძე 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტი იყო. რამდენიმე წელში იგი ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას" სოლისტი გახდა. ვახტანგ კიკაბიძე აგრეთვე მღეროდა ანსამბლებში „დიელო" და „რერო".„სულ გვშიოდა... 8 კვადრატში ვცხოვრობდით“ – ბუბა კიკაბიძის უცნობი ცხოვრება>>>კიკაბიძემ კინემატოგრაფიაში მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა. მას შესრულებული აქვს როლები ფილმებში „არ დაიდარდო", „მე, გამომძიებელი", „წყალწაღებული", „ვერის უბნის მელოდიები", „ფსევდონიმი ლუკაჩი", „თვალი პატიოსანი", „მიმინო", „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს". ბუბას მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო" (1969) საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახენა-70" მიღებული აქვს პრემია, ფილმისთვის „მიმინო" კი მან სახელმწიფო პრემია მიიღო.ვახტან კიკაბიძემ თავისი პირველი ფილმი „იცოცხლე, გენაცვალე" 1981 წელს გადაიღო, მეორე ფილმში „მამაკაცები და სხვები" კი მან მთავარი როლიც შეასრულა.საინტერესო ფაქტები ვახტანგ კიკაბიძეზე:მას არაერთი პრემია, პრიზი და ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის:
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23300/17/233001737_110:0:1443:1000_1920x0_80_0_0_b741a1b218022dddcd4673971b49924d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი
ვახტანგ კიკაბიძე დაბადების დღეს დიდი კონცერტით აღნიშნავს
11:18 19.07.2022 (განახლებულია: 15:31 19.07.2022) კონცერტის სტუმრები ყველასთვის საყვარელ კომპოზიციებს მოისმენენ.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე თავის 84-ე დაბადების დღეს 19 ივლისს ბათუმში დიდი კონცერტით აღნიშნავს.
მსახიობი უკვე რამდენიმე წელია ტრადიციას არ ღალატობს და დაბადების დღეს სცენაზე ხვდება. ამჯერად მაესტრო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე თავის მეგობრებთან ერთად გამოვა. კონცერტი საქველმოქმედო ხასიათისაა.
კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს თბილისში დაიბადა. იგი 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში – უცხო ენათა ინსტიტუტში.
მუსიკამ ბავშვობიდანვე გაიტაცა, მღეროდა და უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ბუბა კიკაბიძე 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტი იყო. რამდენიმე წელში იგი ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას" სოლისტი გახდა. ვახტანგ კიკაბიძე აგრეთვე მღეროდა ანსამბლებში „დიელო" და „რერო".
კიკაბიძემ კინემატოგრაფიაში მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა. მას შესრულებული აქვს როლები ფილმებში „არ დაიდარდო", „მე, გამომძიებელი", „წყალწაღებული", „ვერის უბნის მელოდიები", „ფსევდონიმი ლუკაჩი", „თვალი პატიოსანი", „მიმინო", „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს". ბუბას მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო" (1969) საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახენა-70" მიღებული აქვს პრემია, ფილმისთვის „მიმინო" კი მან სახელმწიფო პრემია მიიღო.
ვახტან კიკაბიძემ თავისი პირველი ფილმი „იცოცხლე, გენაცვალე" 1981 წელს გადაიღო, მეორე ფილმში „მამაკაცები და სხვები" კი მან მთავარი როლიც შეასრულა.
საინტერესო ფაქტები ვახტანგ კიკაბიძეზე:
მას არაერთი პრემია, პრიზი და ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის:
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (1997 წ)
ნიკოლოზ სასწაულმოქმედის საერთაშორისო ორდენი (უკრაინა, 1997 წ)
წმინდა კონსტანტინეს რაინდული ოქროს ჯვრის საერთაშორისო ორდენი (რუსეთი, 1998 წ)
პრიზი „ოქროს გრამოფონი" (1998 წ)
1999 წელს გახდა ლეონიდ უტიოსოვის სახელობის პრემიის ლაურეატი.
1999 წელს მოსკოვის „ვარსკვლავების მოედანზე" გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
როდესაც ლონდონში ფილმ „აგვისტოს ხუთი დღის" პრემიერა შედგა, მას ესწრებოდა ჰოლივუდელი მსახიობი ენდი გარსიაც, რომელიც ყურადღების ცენტრში იყო. მაგრამ როდესაც ვახტანგ კიკაბიძე შემოვიდა კინოდარბაზში, ქართული დიასპორის წარმომადგენლები ბუბას გარს შემოეხვივნენ. ამის შემხედვარე ენდი გარსიას გაუკვირდა, ვინ არის ეს ვახტანგი, ხალხი მის გამო ასეთ დღეში რომ არისო.
მისი ბიოგრაფია შეტანილია ცნობარში THE INTERNATIONAL WHO"S WHO.
თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა 1998 წელს.