ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს

© courtesy of Vato Tsereteliვატო წერეთელი
ვატო წერეთელი  - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
საგამოძიებო ორგანოებმა აშშ-ის საელჩოში მომხდარი ინციდენტის საქმის გამოძიება დაიწყეს.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, წერეთელი პროკურატურაში დღეს, 18:00 საათზე მივა.
რაც შეეხება ინციდენტს, წერეთლის თქმით, 30 ივნისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოში გამართული მიღების დროს მას „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ.
წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა. ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბექა ოდიშარია, ირაკლი ზარქუა და სხვა პირები.
ოხანაშვილის თქმით, პროვოკაცია თავად წერეთელმა მოაწყო. დეპუტატის განმარტებით, მასთან მივიდა ვატო წერეთელი და ყურში ისეთი შეურაცხმყოფელი რაღაც ჩასჩურჩულა, რასაც „ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა“.
ინციდენტში მონაწილე ორივე მხარემ მოითხოვა საელჩოს ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლა. თავის მხრივ, აშშ-ის საელჩომ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მომხდარ დაპირისპირებას სწავლობენ.
ყველა ახალი ამბავი
0