სართიჭალაში ლურჯი მოცვის ნერგების წარმოება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerდავით თოდუას მოცვის პლანტაცია ნარაზენში
დავით თოდუას მოცვის პლანტაცია ნარაზენში - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
სანერგე მეურნეობაში, სადაც ლურჯი მოცვის ოთხი ჯიშის ნერგები იწარმოება, 40 ადგილობრივია დასაქმებული.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ქართულ-პოლონურმა კომპანია „აგრომაქს დეკორმა“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ლურჯი მოცვის ნერგების წარმოება დაიწყო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომპანიამ სანერგე მეურნეობის მოსაწყობად 500 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, აქედან 350 ათას ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა.
სანერგე მეურნეობაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი.
„ქართულ-პოლონური ინვესტიციით შექმნილ სანერგე მეურნეობაში, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, ლურჯი მოცვის ნერგების წარმოება ხდება... ჩვენი ახალი ბაღები ძირითადად იმპორტირებული ნერგებით შენდება, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ არსებული სანერგე მეურნეობა ბაზარს უკვე ადგილობრივი წარმოების ნერგებით მოამარაგებს“, – განაცხადა თამარაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სანერგე მეურნეობაში, სადაც ლურჯი მოცვის ოთხი ჯიშის 200 ათასი ერთეული ნერგი იწარმოება, 40 ადგილობრივია დასაქმებული.
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსებულია 11 სანერგე მეურნეობა, ინვესტიციის ოდენობა 5 მლნ ლარს აჭარბებს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება კი 3 მლნ ლარს აღემატება.
მოცვის ექსპორტი 2021 წელს
2021 წლის 1 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 916 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, 2021 წელს მოცვის ექსპორტის მოცულობა 42%-ით გაიზარდა. ქვეყნიდან გავიდა 269 ტონით მეტი მოცვი და ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 1,7 მლნ დოლარით (45%) გაიზარდა.
2021 წელს მოცვის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (842 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (26,4), უკრაინაში (21,1), გერმანიაში (10,9), ბულგარეთში (4,6), სომხეთში (4,0), კატარში (2,9), მალაიზიაში (1,1), მოლდოვაში (0,9), სიანგანში (0,8), ბაჰრეინსა (0,8) და ლიბანში (0,3).
ყველა ახალი ამბავი
0