https://sputnik-georgia.com/20220719/saqartveloshi-vaqcinaciis-mxardamcheri-proeqti-daiwyo-268668192.html
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი ახალი პროექტი დაიწყო
Sputnik საქართველო
საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს ინგლისურ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის პრეპარატ AstraZeneca-თი დაიწყო. 19.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-19T17:50+0400
2022-07-19T17:50+0400
2023-08-17T18:17+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268655619_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_1319ed4c54b44e60aa53cd149d155ec8.jpg
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოში დაიწყო ახალი პროექტი „საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის", რომლის მიზანიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის ამაღლებაა.პროექტის ფარგლებში, რომელიც USAID-ს და UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება, იგეგმება ახალგაზრდების არა მხოლოდ ინფორმირება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, არამედ მათი ჩართვა ამ პროცესში.პროექტის მონაწილეებმა უკვე გაიარეს ტრენინგი დარგის ექსპერტებთან და მიიღეს შესაბამისი ცოდნა. ახლა ახალგაზრდები თავიანთ სოფლებში, რაიონებში ან ქალაქებში თავად ჩაატარებენ საინფორმაციო კამპანიებს.ამჟამად პროექტში საქართველოს 63 რაიონიდან 130-ზე მეტი მოზარდია ჩართული. USAID და UNICEF ასევე ატარებენ კამპანიას „ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!" კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებს მიეწოდებათ ინფორმაცია, რომელიც ეხმარება მათ განასხვავონ სიმართლე დეზინფორმაციისგან, გადაამოწმონ ის და გაავრცელონ.ექსპერტები ყოველთვის საუბრობდნენ საქართველოში ვაქცინაციის დაბალ ტემპებზე კორონავირუსის გავრცელების პიკის დროსაც კი, რომელიც დაფიქსირდა 2022 წლის იანვარი–თებერვალში. იმ პერიოდში ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 3-6 ათასამდე იყო.კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში სულ 2.904.080 აცრაა ჩატარებული. ორი დოზით ვაქცინირებულია 1.271.642 ადამიანი. მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთება 255.928 ადამიანმა გადაწყვიტა.12-15 წლის მოზარდებში სრულად აცრილია 3.544 ადამიანი (1,88%). 16-17 წლის მოქალაქეებს შორის ორი დოზით ვაქცინირებულია 11.393 ადამიანი (13,92%).ამჟამად ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები. საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს ინგლისურ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის პრეპარატ AstraZeneca-თი დაიწყო. ამერიკული Pfizer-ის ვაქცინები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 30 მარტს, ჩინური Sinopharm-ი 4 მაისს, ხოლო Sinovac-ი 24 მაისს.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268655619_95:316:1493:1365_1920x0_80_0_0_55639f54cc509da7e558a40d2eb2d2c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი ახალი პროექტი დაიწყო
17:50 19.07.2022 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს ინგლისურ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის პრეპარატ AstraZeneca-თი დაიწყო.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოში დაიწყო ახალი პროექტი „საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის", რომლის მიზანიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის ამაღლებაა.
პროექტის ფარგლებში, რომელიც USAID-ს და UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება, იგეგმება ახალგაზრდების არა მხოლოდ ინფორმირება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, არამედ მათი ჩართვა ამ პროცესში.
პროექტის მონაწილეებმა უკვე გაიარეს ტრენინგი დარგის ექსპერტებთან და მიიღეს შესაბამისი ცოდნა. ახლა ახალგაზრდები თავიანთ სოფლებში, რაიონებში ან ქალაქებში თავად ჩაატარებენ საინფორმაციო კამპანიებს.
ამჟამად პროექტში საქართველოს 63 რაიონიდან 130-ზე მეტი მოზარდია ჩართული.
USAID და UNICEF ასევე ატარებენ კამპანიას „ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!" კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებს მიეწოდებათ ინფორმაცია, რომელიც ეხმარება მათ განასხვავონ სიმართლე დეზინფორმაციისგან, გადაამოწმონ ის და გაავრცელონ.
ექსპერტები ყოველთვის საუბრობდნენ საქართველოში ვაქცინაციის დაბალ ტემპებზე კორონავირუსის გავრცელების პიკის დროსაც კი, რომელიც დაფიქსირდა 2022 წლის იანვარი–თებერვალში. იმ პერიოდში ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 3-6 ათასამდე იყო.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში სულ 2.904.080 აცრაა ჩატარებული. ორი დოზით ვაქცინირებულია 1.271.642 ადამიანი. მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთება 255.928 ადამიანმა გადაწყვიტა.
12-15 წლის მოზარდებში სრულად აცრილია 3.544 ადამიანი (1,88%). 16-17 წლის მოქალაქეებს შორის ორი დოზით ვაქცინირებულია 11.393 ადამიანი (13,92%).
ამჟამად ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები.
საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს ინგლისურ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის პრეპარატ AstraZeneca-თი დაიწყო. ამერიკული Pfizer-ის ვაქცინები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 30 მარტს, ჩინური Sinopharm-ი 4 მაისს, ხოლო Sinovac-ი 24 მაისს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.