ფარიკაობა: სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

© Fencing Federation Of Georgiaსანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე კვარცხლბეკზე ასვლა პირველად მოახერხა.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოგებული პირველი ტიტულია. ქართველი მოფარიკავე აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატის კვარცხლბეკზე არასდროს დამდგარა.
28 წლის ბაზაძე მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგის გაეჯიბრა და 11:15 დამარცხდა. ბაზაძე უნგრელ მოფარიკავეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც დაუპირისპირდა, სადაც მსაჯების არაერთი შეცდომის შედეგად 13:15 დამარცხდა და ოლიმპიური მედლის გარეშე დარჩა.
უნდა აღინიშნოს, რომ სანდრომ სილაგისთან რევანშის აღება გასულ თვეში თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოახერხა, სადაც უნგრელს ადრეულ ეტაპზე შეხვდა და იოლად (15:7) სძლია, საბოლოოდ კი იმ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულმა ქართველმა მოფარიკავემ პირველ სესიაში ოთხი რაუნდი გაიარა. მან გერმანელ ფრედერიკ კინდლერს (15:8), უნგრელ ჩანად გემეშის (15:12), ჩინელ ჩენპენ შენსა (15:5) და ირანელ ალი პაკდამანს (15:12) აჯობა.
სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონატი მერვედ ითამაშა და აქამდე მისი საუკეთესო შედეგი მერვედფინალური ეტაპი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0