https://sputnik-georgia.com/20220719/saapelacio-sasamartloshi-gvaramias-procesi-mimdinareobs-268662920.html
სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლო ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას... 19.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-19T15:19+0400
2022-07-19T15:19+0400
2022-07-19T20:14+0400
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252298365_0:98:1280:818_1920x0_80_0_0_612424f16b91cbebb070468251df6ef5.jpg
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლო ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის განხილვას შეუდგა, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.სხდომათა დარბაზში იმყოფებიან გვარამიას კოლეგები, ოჯახის წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო.აღნიშნულ საქმეზე გვარამიასთან ერთად ბრალი ჰქონდა წარდგენილი კიდევ ორ პირს – „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას, რომელსაც სასამართლომ 50.000 ლარის ჯარიმა დააკისრა და კომპანია „ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.„რუსთავი 2“-სთვის მრავალმილიონიანი ზიანის მიყენების საქმეს წარმართავს სასამართლო კოლეგია: თავმჯდომარე მერაბ ჯორბენაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი.გვარამიას განაჩენი მტკიცებულებებს ეყრდნობოდა - მოსამართლე>>>სხდომის დაწყებისას მოსამართლე ჯორბენაძემ დამსწრეთ გააცნო პროცესის მონაწილეები – მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები, რის შემდეგაც მხარეებს აცილების თაობაზე კითხვით მიმართა. პასუხი უარყოფითი იყო.ბრალდების მხარეს წარმოადგენენ პროკურორები ვლადიმერ ვექელიანი და ზვიად გუბელაძე.რაც შეეხება ადვოკატებს, გვარამიას ინტერესებს იცავენ დიმიტრი საძაგლიშვილი და ქეთევან ჩომახიძე. დამენიას ადვოკატები არიან ბექა ბასილაია და კახაბერ წერეთელი. ბასილაია იაშვილის უფლებადამცველიცაა.სასამართლოზე პირველი შუამდგომლობა საძაგლიშვილმა დააყენა და მოსამართლეს „პირველ არხთან“ ერთად ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ სხდომის გადაღების უფლება სთხოვა.ადვოკატებმა და თავად გვარამიამ შუამდგომლობა ახსნეს იმით, რომ „ზოგჯერ ტექნიკური მიზეზების გამო „პირველი არხიდან“ სიგნალის მიღების პრობლემები იქმნება“, ამასთან, ერთ-ერთ მიზეზად მათ აღნიშნული საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესი დაასახელეს.მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტები და ოპოზიცია დარწმუნებული არიან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული იყო.მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. „რუსთავი 2“ ხალვაშს 2019 წელს, საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე დაუბრუნდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252298365_73:89:1093:854_1920x0_80_0_0_3d053235a9aa65a960255f1c297914d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლო ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის განხილვას შეუდგა, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომათა დარბაზში იმყოფებიან გვარამიას კოლეგები, ოჯახის წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო.
აღნიშნულ საქმეზე გვარამიასთან ერთად ბრალი ჰქონდა წარდგენილი კიდევ ორ პირს – „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას, რომელსაც სასამართლომ 50.000 ლარის ჯარიმა დააკისრა და კომპანია „ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
„რუსთავი 2“-სთვის მრავალმილიონიანი ზიანის მიყენების საქმეს წარმართავს სასამართლო კოლეგია: თავმჯდომარე მერაბ ჯორბენაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი.
სხდომის დაწყებისას მოსამართლე ჯორბენაძემ დამსწრეთ გააცნო პროცესის მონაწილეები – მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები, რის შემდეგაც მხარეებს აცილების თაობაზე კითხვით მიმართა. პასუხი უარყოფითი იყო.
ბრალდების მხარეს წარმოადგენენ პროკურორები ვლადიმერ ვექელიანი და ზვიად გუბელაძე.
რაც შეეხება ადვოკატებს, გვარამიას ინტერესებს იცავენ დიმიტრი საძაგლიშვილი და ქეთევან ჩომახიძე. დამენიას ადვოკატები არიან ბექა ბასილაია და კახაბერ წერეთელი. ბასილაია იაშვილის უფლებადამცველიცაა.
სასამართლოზე პირველი შუამდგომლობა საძაგლიშვილმა დააყენა და მოსამართლეს „პირველ არხთან“ ერთად ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ სხდომის გადაღების უფლება სთხოვა.
ადვოკატებმა და თავად გვარამიამ შუამდგომლობა ახსნეს იმით, რომ „ზოგჯერ ტექნიკური მიზეზების გამო „პირველი არხიდან“ სიგნალის მიღების პრობლემები იქმნება“, ამასთან, ერთ-ერთ მიზეზად მათ აღნიშნული საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესი დაასახელეს.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტები და ოპოზიცია დარწმუნებული არიან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. „რუსთავი 2“ ხალვაშს 2019 წელს, საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე დაუბრუნდა.