https://sputnik-georgia.com/20220719/qartveli-kalatburtelebi-agvistoshi-or-matchs-gamartaven-268649874.html
ბრძოლა მსოფლიოზე მოსახვედრად - ქართველი კალათბურთელები აგვისტოში ორ მატჩს გამართავენ
ბრძოლა მსოფლიოზე მოსახვედრად - ქართველი კალათბურთელები აგვისტოში ორ მატჩს გამართავენ
Sputnik საქართველო
აგვისტოში საქართველოს ნაკრები ორ მატჩს გამართავს – 24-ში ნიდერლანდს უმასპინძლებს, 27-ში კი სტუმრად იტალიას შეხვდება. 19.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-19T12:37+0400
2022-07-19T12:37+0400
2022-07-19T16:55+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/19/264769867_0:206:3098:1950_1920x0_80_0_0_063d1a942869c89e58bcaa3e617499ca.jpg
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე ექვსი ქულით გავიდა.ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. შემდეგ ეტაპზე საქართველოსთან ერთად ესპანეთი და უკრაინა მოხვდნენ, შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ციკლის მეორე ჯგუფში სწორედ ამ ნაკრებებთან დაგროვებული ექვსი ქულა გადაჰყვა.მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოს ნაკრები იტალიას, ისლანდიასა და ნიდერლანდს დაუპირისპირდება. იმისთვის, რომ პირველად ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეს, ექვს ნაკრებს შორის სამ საუკეთესო გუნდს შორის უნდა მოხვდეს.აგვისტოში საქართველოს ნაკრები ორ მატჩს გამართავს – 24-ში ნიდერლანდს უმასპინძლებს, ხოლო 27-ში სტუმრად იტალიას დაუპირისპირდება. მომდევნო ორ შეხვედრას საქართველო ნოემბერში გამართავს, ბოლო ორი ტური კი 2023 წლის თებერვალში ჩატარდება.ჯგუფის სრული კალენდარი ასე გამოიყურება:24 აგვისტო27 აგვისტო11 ნოემბერი14 ნოემბერი2023 წელი23 თებერვალი26 თებერვალიმსოფლიო ჩემპიონატი ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ჩატარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/19/264769867_212:0:2943:2048_1920x0_80_0_0_2cbd741f21e9e52f5ea79ea452640181.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
ბრძოლა მსოფლიოზე მოსახვედრად - ქართველი კალათბურთელები აგვისტოში ორ მატჩს გამართავენ
12:37 19.07.2022 (განახლებულია: 16:55 19.07.2022) აგვისტოში საქართველოს ნაკრები ორ მატჩს გამართავს – 24-ში ნიდერლანდს უმასპინძლებს, 27-ში კი სტუმრად იტალიას შეხვდება.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე ექვსი ქულით გავიდა.
ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. შემდეგ ეტაპზე საქართველოსთან ერთად ესპანეთი და უკრაინა მოხვდნენ, შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ციკლის მეორე ჯგუფში სწორედ ამ ნაკრებებთან დაგროვებული ექვსი ქულა გადაჰყვა.
მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოს ნაკრები იტალიას, ისლანდიასა და ნიდერლანდს დაუპირისპირდება. იმისთვის, რომ პირველად ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეს, ექვს ნაკრებს შორის სამ საუკეთესო გუნდს შორის უნდა მოხვდეს.
აგვისტოში საქართველოს ნაკრები ორ მატჩს გამართავს – 24-ში ნიდერლანდს უმასპინძლებს, ხოლო 27-ში სტუმრად იტალიას დაუპირისპირდება. მომდევნო ორ შეხვედრას საქართველო ნოემბერში გამართავს, ბოლო ორი ტური კი 2023 წლის თებერვალში ჩატარდება.
ჯგუფის სრული კალენდარი ასე გამოიყურება:
მსოფლიო ჩემპიონატი ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ჩატარდება.