რატომ უნდა ჭამოთ პირშუშხა: სარგებელი და აკრძალვები

CC BY-SA 2.0 / Amanda Slater / Hren (Horseradish)პირშუშხა
პირშუშხა - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. პირშუშხა ეფექტურად ებრძვის ვირუსებს გამომდინარე მისი ცრემლმდენი თვისებიდან, წერს პედიატრი ევგენი კომაროვსკი.
ექიმის განმარტებით, ცრემლს ვირუსის საწინააღმდეგო თვისება მათში შემავალი ცილის — ლიზოციმის გამო აქვს.

„ცრემლების დიდი ნაწილი საცრემლე არხით ხვდება ცხვირში. სწორედ ამიტომ ვქსუტუნებთ ტირილის დროს. ცრემლები შეიცავს განსაკუთრებულ ცილას, რომელსაც ლიზოციმი ჰქვია. ეს უნიკალური ანტივირუსული ცილაა — საკმაოდ მძლავრი ფაქტორი არასპეციფიკური იმუნური დაცვისთვის. ამიტომაა, რომ მტირალა ბავშვები, რომლებიც რეგულარულად ირეცხავენ ცხვირს ლიზოციმით, ანუ ცრემლებით, უფრო იშვიათად ავადმყოფობენ, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც არ ტირიან“, — ამბობს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი.

გამომდინარე აქედან, როგორც კომაროვსკი განმარტავს, პირშუშხა (хрен) შეიძლება განვიხილოთ პოტენციურ პროფილაქტიკურ საშუალებად მისი ცრემლმდენი თვისების გამო.
აღსანიშნავია, რომ პედიატრი ცრემლდენის კუთხით პირშუშხას ჯანჯაფილზე წინ აყენებს და აცხადებს, რომ ამ უკანასკნელს მსგავსი ეფექტი არ აქვს.
ამასთან ექიმები განმარტავენ, რომ პირშუშხა ზომიერად უნდა მიიღოთ, ვინაიდან შეუძლია გამოიწვიოს არტერიული წნევის აწევა, კუჭის ტკივილი და სისხლდენაც კი.
მათი თქმით, არსებობს კატეგორიები, რომლებისთვისაც პირშუშხის მიღება რეკომენდებული არ არის. ესენია:
ფეხმძიმეები და მეძუძური დედები;
ალერგიისადმი მიდრეკილები;
მცირეწლოვანი ბავშვები.
გარდა ამისა, პირშუშხა არ უნდა მიირთვან მათ, ვისაც აქვს:
კუჭ-ნაწლავის სისტემის ქრონიკული დაავადები;
მაღალი მჟავიანობა;
ღვიძლის დაავადება;
თურკმელების დაავადება.
ყველა ახალი ამბავი
0