მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გამოქვეყნდა მსოფლიო პასპორტების ახალი რეიტინგი: ქართული დოკუმენტის პოზიცია გაუარესდა

  - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. კონსალტინგურმა კომპანია Henley & Partners-მა მსოფლიო პასპორტების მორიგი კვარტალური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც უვიზო მიმოსვლის თავისუფლების დონეს ეფუძნება.
ინდექსი აანალიზებს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო რეგულაციებს და აფასებს მათ იმ ქვეყნების რაოდენობის მიხედვით, რომლებთანაც უვიზო მიმოსვლაა შესაძლებელი.
ახალ რეიტინგში პირველ ადგილს იაპონური პასპორტი იკავებს, რომლის მფლობელებსაც მსოფლიოს 193 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა. ეს რეკორდული მაჩვენებელია Henley & Partners-ის რეიტინგების ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ წინა კვარტალში პირველ პოზიციაზე ასევე იაპონური პასპორტი გავიდა, თუმცა მაშინ უვიზო მიმართულებების რაოდენობა ერთით ნაკლები იყო.
რეიტინგში მეორე ადგილზე ერთდროულად ორი ქვეყნის — სინგაპურისა და სამხრეთ კორეის პასპორტები მოხვდა. მათ მფლობელებს მსოფლიოს 192 ქვეყანაში შეუძლიათ ვიზის გარეშე მოგზაურობა.
მესამე პოზიციაზე ასევე ორი ქვეყნის — გერმანიისა და ესპანეთის პასპორტები აღმოჩნდა. მათ აქტივში 190-190 უვიზო მიმართულებაა.
ბოლო სამ პოზიციას სირია (30 ქვეყანა), ერაყი (29) და ავღანეთი (27) იკავებენ.
რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში ის 52-ე ადგილზე მოხვდა — 116 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით. მანამდე, 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქართული პასპორტი 34-ე ადგილს იკავებდა – 123 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობით.
მეზობელი სომხეთის პასპორტი 81-ე ადგილზე აღმოჩნდა — 66 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლით, ხოლო აზერბაიჯანული — 78-ე ადგილზე. მის მფლობელებს 70 ქვეყანაში შეუძლიათ ვიზის გარეშე შესვლა.
წყარო: Henley & Partners
ყველა ახალი ამბავი
0