https://sputnik-georgia.com/20220719/mgzavri-sxvisi-samgzavro-baratis-gamoyenebistvis-dajarimdeba-268670667.html
სხვისი სამგზავრო ბარათის გამოყენებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს დააჯარიმებენ
სხვისი სამგზავრო ბარათის გამოყენებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს დააჯარიმებენ
Sputnik საქართველო
სამგზავრო ბარათი, რომელიც მგზავრს არ ეკუთვნის, ერთი წლის ვადით დაიბლოკება. 19.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-19T18:59+0400
2022-07-19T18:59+0400
2022-07-19T22:02+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251638268_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_f778a9a9a6378957b42e66ea34b3e2e4.jpg
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები დაჯარიმდებიან, თუ ისინი სხვის სამგზავრო ბარათებს გამოიყენებენ, ნათქვამია დედაქალაქის მერიის დადგენილებაში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მგზავრებს ეკრძალებათ თავიანთი პლასტიკური ბარათით სხვა მგზავრების მგზავრობის საფასურის გადახდა.საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის წესების სხვა დეტალებზე დადგენილებაში საუბარი არ არის.თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1 თებერვლიდან მგზავრობის საფასურის გადახდის სააბონემენტო სისტემაზე გადავიდა. კერძოდ, ავტობუსით, მიკროავტობუსით, „უნივერსიტეტი-ბაგების“ საბაგირო გზით და მეტროთი მგზავრობის საფასურის გადახდა ახალი სისტემით ხდება.თბილისში მოქმედი სამგზავრო აბონემენტების საფასური შემდეგია: 1 დღე – 3 ლარი, ერთი კვირა – 20 ლარი, ერთი თვე – 40 ლარი, სამი თვე – 100 ლარი, ექვსი თვე – 150 ლარი, ერთი წელი – 250 ლარი.ამასთან, ერთჯერადი მგზავრობის საფასური 50 თეთრის ნაცვლად ერთი ლარი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251638268_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_c7c6fbc55715ddd5418286bc87247ae7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში
სხვისი სამგზავრო ბარათის გამოყენებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს დააჯარიმებენ
18:59 19.07.2022 (განახლებულია: 22:02 19.07.2022) სამგზავრო ბარათი, რომელიც მგზავრს არ ეკუთვნის, ერთი წლის ვადით დაიბლოკება.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები დაჯარიმდებიან, თუ ისინი სხვის სამგზავრო ბარათებს გამოიყენებენ, ნათქვამია დედაქალაქის მერიის დადგენილებაში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მგზავრებს ეკრძალებათ თავიანთი პლასტიკური ბარათით სხვა მგზავრების მგზავრობის საფასურის გადახდა.
როგორც მერიის დადგენილებაშია აღნიშნული, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდება, კონტროლიორი ბარათის მფლობელს ან მას, ვინც ამ ბარათს იყენებს, დააჯარიმებს 20 ლარით. სამგზავრო ბარათი დაიბლოკება ერთი წლის ვადით. ერთი წლის შემდეგ ის ავტომატურად განიბლოკება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის წესების სხვა დეტალებზე დადგენილებაში საუბარი არ არის.
თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1 თებერვლიდან მგზავრობის საფასურის გადახდის სააბონემენტო სისტემაზე გადავიდა. კერძოდ, ავტობუსით, მიკროავტობუსით, „უნივერსიტეტი-ბაგების“ საბაგირო გზით და მეტროთი მგზავრობის საფასურის გადახდა ახალი სისტემით ხდება.
თბილისში მოქმედი სამგზავრო აბონემენტების საფასური შემდეგია: 1 დღე – 3 ლარი, ერთი კვირა – 20 ლარი, ერთი თვე – 40 ლარი, სამი თვე – 100 ლარი, ექვსი თვე – 150 ლარი, ერთი წელი – 250 ლარი.
ამასთან, ერთჯერადი მგზავრობის საფასური 50 თეთრის ნაცვლად ერთი ლარი გახდა.