მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ამერიკელი მინისტრი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის დამრღვევ ქვეყნებს მკაცრად დაემუქრა

© photo: Sputnik / Konstantin Salomatinჯანეტ იელენი
ჯანეტ იელენი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნები მკაცრ ზომებს გაატარებენ იმ სახელმწიფოთა მიმართ, რომლებიც ბოროტად იყენებენ ან არღვევენ მსოფლიო ეკონომიკურ წესიგს, განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა სეულში, კომპანია LG-ს კომპლექსში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, „რუსეთი ეკონომიკურ ინტეგრაციას ეფექტურად იყენებს იარაღად“, ხოლო შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები კვლავაც მოითხოვენ იმ ნორმებისა და ღირებულებების მტკიცე ერთგულებას, რომლებსაც გლობალური ეკონომიკური წესრიგი ემყარება.

„დასავლეთი დააწესებს მკაცრ ზომებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ბოროტად იყენებენ ამ წესრიგს ან არღვევენ მას <...> ახლა რუსეთი მსოფლიო სასურსათო კრიზისით იმუქრება, ბლოკავს რა უკრაინის პორტებს, ხოლო უკრაინაში შეჭრამ უკვე გამოიწვია ენერგომატარებლების გაძვირება ამერიკასა და მთელ მსოფლიოში“, — აღნიშნა მინისტრმა.

იელენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა ქვეყანას, გაერთიანდნენ „უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგ“.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი დღეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრსა და კორეის ბანკის ხელმძღვანელს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, იელენი, სხვა საკითხებთან ერთად, კორეელ მაღალჩინოსნებთან რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვის თაობაზეც იმსჯელებს.
მანამდე ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ რუსეთი უნდა დაემორჩილოს ნავთობის ფასის შეზღუდვებს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული. წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთი იძულებული იქნება, მას კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დაუწესოს. Bloomberg-ის ცნობით, ნავთობზე ლიმიტირებული ფასის დონედ ბარელზე 40-60 დოლარი განიხილება.
ყველა ახალი ამბავი
0