https://sputnik-georgia.com/20220719/gabunia-omikronis-stami-aris-msubuqi-268668607.html
თამარ გაბუნია: ომიკრონის ახალი შტამი არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას
თამარ გაბუნია: ომიკრონის ახალი შტამი არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას
Sputnik საქართველო
მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ გასული კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების შემთხვევების მკვეთრ მატებას ადგილი არ ჰქონია. 19.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-19T18:28+0400
2022-07-19T18:28+0400
2023-08-17T18:17+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/05/250545220_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_f71e3b530f49c8f4d342348e3227f98b.jpg
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც „ომიკრონის“ ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან.საქართველო კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში ფიქსირდებოდა 500-600 ახალი შემთხვევა, ხოლო გასულ კვირაში 7.812 შემთხვევა გამოვლინდა.გაბუნიას ცნობით, „ომიკრონის“ შტამს ახასიათებს სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დიარეა.მისი ინფორმაციით, ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სახლის პირობებში.„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპიВ.А.5 – აღნიშნული ქვეტიპით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებული, ისე კოვიდ-გადატანილი პირები.სპეციალისტების განცხადებით, ინფექციის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების არარსებობა, მათ შორის ნიღბის ტარების რეჟიმის გაუქმება.ეპიდემიოლოგების აზრით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მორიგ ფაზაში ოქტომბერში შევა.კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 1.675.965 შემთხვევა. ვირუსი დაამარცხა 1.650.681-მა პირმა, გარდაიცვალა 16.854.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/05/250545220_71:0:1208:853_1920x0_80_0_0_f5a2aa7e6413869a6f079e8725f743b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, covid-19
თამარ გაბუნია: ომიკრონის ახალი შტამი არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას
18:28 19.07.2022 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ გასული კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების შემთხვევების მკვეთრ მატებას ადგილი არ ჰქონია.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც „ომიკრონის“ ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან.
საქართველო კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში ფიქსირდებოდა 500-600 ახალი შემთხვევა, ხოლო გასულ კვირაში 7.812 შემთხვევა გამოვლინდა.
გაბუნიას ცნობით, „ომიკრონის“ შტამს ახასიათებს სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დიარეა.
„ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს გაციების და გრიპის შემთხვევაში. ასეთ დროს არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი ინფორმაციით, ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სახლის პირობებში.
„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი
В.А.5 – აღნიშნული ქვეტიპით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებული, ისე კოვიდ-გადატანილი პირები.
სპეციალისტების განცხადებით, ინფექციის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების არარსებობა, მათ შორის ნიღბის ტარების რეჟიმის გაუქმება.
ეპიდემიოლოგების აზრით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მორიგ ფაზაში ოქტომბერში შევა.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 1.675.965 შემთხვევა. ვირუსი დაამარცხა 1.650.681-მა პირმა, გარდაიცვალა 16.854.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.