https://sputnik-georgia.com/20220719/civi-sxapis-mirebis0wesi-sargebeli-da-akrzalva-268662349.html
ცივი შხაპი დილაობით: ვის ეკრძალება, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ და რას შველის
ცივი შხაპი დილაობით: ვის ეკრძალება, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ და რას შველის
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ზაფხული საუკეთესო დროა წყლის ცივი ჭავლის ქვეშ დგომისთვის, მაგრამ მეცნიერები, რომლებმაც არაერთი კვლევა ჩაატარეს იმის დასადგენად... 19.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-19T15:32+0400
2022-07-19T15:32+0400
2023-08-17T10:48+0400
ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251827207_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_2b2ef961d918083e76123033fc6f1eab.jpg
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ზაფხული საუკეთესო დროა წყლის ცივი ჭავლის ქვეშ დგომისთვის, მაგრამ მეცნიერები, რომლებმაც არაერთი კვლევა ჩაატარეს იმის დასადგენად, ნამდვილად აუმჯობესებს თუ არა დილაობით ცივი შხაპი ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასეთი პროცედურები ყველასთვის სასარგებლო არ არის.დღეს ბევრი საუბრობს ცივი შხაპის ჯანმრთელობისთვის მარგებლობაზე და ამტკიცებს, რომ ეს ჩვევა:მაგრამ მართლა ასეა თუ ზოგი ეს მტკიცება უბრალოდ მითია?ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევა ამ თემაზე 2016 წელს ჩატარდა ჰოლანდიაში. მისი მიზანი იყო გაერკვია, ნამდვილად აძლიერებს თუ არა დილით ცივი შხაპი იმუნურ სისტემას, კონცენტრაციას მატებს და ასტიმულირებს თუ არა აზროვნებას.კვლევისთვის მეცნიერებმა 3.000 ადამიანი შეარჩიეს, რომლებიც რამდენიმე ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფს ცივი შხაპის მისაღებად 30 წამი განუსაზღვრეს, მეორეს — 60 წამი, მესამეს კი — 90 წამი. საკონტროლო ჯგუფს კი მიეცა საშუალება, რომ ცხელი ან ნელთბილი შხაპი მიეღოთ.სამი თვის შემდეგ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ჯგუფების წევრები, რომლებიც დილაობით ცივ შხაპს იღებდნენ, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით 29%-ით ნაკლებად ხდებოდნენ ამ პერიოდში ავად.კვლევით დადგინდა ისიც, რომ დილაობით ცივი შხაპის ქვეშ დიდი ხნით დგომა სულაც არ არის საჭირო — შეგიძლიათ კომფორტულ ტემპერატურაზე იბანაოთ, ბოლოს კი დაახლოებით 30 წამის განმავლობაში გადაივლოთ ცივი წყალი. ტემპერატურის ასეთი უეცარი ცვლა მხოლოდ გამოფხიზლებას კი არ შეუწყობს ხელს, არამედ დადებითად იმოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე არაერთ პროცესზე.კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ცივი შხაპი ააქტიურებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რითაც აუმჯობესებს მის მუშაობას. მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ: კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც 2007 წელს ჩატარდა, აჩვენა რომ ცივ შხაპს დეპრესიის პრევენციისა და მკურნალობის უნარი აქვს. სხეულზე ცივი წყლის ზემოქმედება ამცირებს შფოთვას და უფრო მართვადს ხდის მას, ანელებს აზრების ნაკადს, რაც კონცენტრაციასა და პროდუქტიულობას ზრდის, აუმჯობესებს აღქმის უნარსა და მახსოვრობას.ასე რომ, თუ დანამდვილებით იცით, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემა არ გაქვთ, მაშინ დილაობით ცივი შხაპის მიღება თამამად შეგიძლიათ – ეს მხოლოდ გარგებთ. გაითვალისწინეთ: ნებისმიერი ვარჯიშისა თუ პროცედურის დაწყებამდე, ასევე კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან! წყარო: Healthy Walla
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251827207_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_9a61ac746e77572640ccff72358a067d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები , მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები , მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ზაფხული საუკეთესო დროა წყლის ცივი ჭავლის ქვეშ დგომისთვის, მაგრამ მეცნიერები, რომლებმაც არაერთი კვლევა ჩაატარეს იმის დასადგენად, ნამდვილად აუმჯობესებს თუ არა დილაობით ცივი შხაპი ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასეთი პროცედურები ყველასთვის სასარგებლო არ არის.
დღეს ბევრი საუბრობს ცივი შხაპის ჯანმრთელობისთვის მარგებლობაზე და ამტკიცებს, რომ ეს ჩვევა:
აძლიერებს იმუნურ სისტემას,
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას,
აჩქარებს ცხიმების წვის პროცესს,
ავარჯიშებს სისხლძარღვთა ტონუსს და თერმორეგულაციას,
არის ვარიკოზული ვენების შესანიშნავი პროფილაქტიკა,
სასარგებლო გავლენას ახდენს ენდოკრინულ სისტემაზე,
აძლიერებს ნერვულ სისტემას,
ამაღლებს სიცოცხლისუნარიანობას,
მაგრამ მართლა ასეა თუ ზოგი ეს მტკიცება უბრალოდ მითია?
ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევა ამ თემაზე 2016 წელს ჩატარდა ჰოლანდიაში. მისი მიზანი იყო გაერკვია, ნამდვილად აძლიერებს თუ არა დილით ცივი შხაპი იმუნურ სისტემას, კონცენტრაციას მატებს და ასტიმულირებს თუ არა აზროვნებას.
კვლევისთვის მეცნიერებმა 3.000 ადამიანი შეარჩიეს, რომლებიც რამდენიმე ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფს ცივი შხაპის მისაღებად 30 წამი განუსაზღვრეს, მეორეს — 60 წამი, მესამეს კი — 90 წამი. საკონტროლო ჯგუფს კი მიეცა საშუალება, რომ ცხელი ან ნელთბილი შხაპი მიეღოთ.
სამი თვის შემდეგ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ჯგუფების წევრები, რომლებიც დილაობით ცივ შხაპს იღებდნენ, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით 29%-ით ნაკლებად ხდებოდნენ ამ პერიოდში ავად.
კვლევით დადგინდა ისიც, რომ დილაობით ცივი შხაპის ქვეშ დიდი ხნით დგომა სულაც არ არის საჭირო — შეგიძლიათ კომფორტულ ტემპერატურაზე იბანაოთ, ბოლოს კი დაახლოებით 30 წამის განმავლობაში გადაივლოთ ცივი წყალი. ტემპერატურის ასეთი უეცარი ცვლა მხოლოდ გამოფხიზლებას კი არ შეუწყობს ხელს, არამედ დადებითად იმოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე არაერთ პროცესზე.
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ცივი შხაპი ააქტიურებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რითაც აუმჯობესებს მის მუშაობას. მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ:
გამომდინარე იქიდან, რომ ყინულოვანი ჭავლის გავლენით იზრდება გულის შეკუმშვათა რაოდენობა და არტერიული წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ეს პროცედურა რეკომენდებული არ არის — ცივმა შხაპმა შეიძლება გულის რიტმი დაარღვიოს და შეტევის პროვოცირებაც კი მოახდინოს.
კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც 2007 წელს ჩატარდა, აჩვენა რომ ცივ შხაპს დეპრესიის პრევენციისა და მკურნალობის უნარი აქვს. სხეულზე ცივი წყლის ზემოქმედება ამცირებს შფოთვას და უფრო მართვადს ხდის მას, ანელებს აზრების ნაკადს, რაც კონცენტრაციასა და პროდუქტიულობას ზრდის, აუმჯობესებს აღქმის უნარსა და მახსოვრობას.
ასე რომ, თუ დანამდვილებით იცით, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემა არ გაქვთ, მაშინ დილაობით ცივი შხაპის მიღება თამამად შეგიძლიათ – ეს მხოლოდ გარგებთ.
გაითვალისწინეთ: ნებისმიერი ვარჯიშისა თუ პროცედურის დაწყებამდე, ასევე კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!