როგორი ამინდი იქნება საქართველოში: 19-25 ივლისის პროგნოზი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი ზაფხულში
ბათუმი ზაფხულში - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
თბილისში 19-20 ივლისს უნალექო და ცხელი ამინდი იქნება, 22 ივლისიდან კი ტემპერატურა დაიკლებს.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს ზოგიერთ რაიონში 25 ივლისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 19-21 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსი იქნება, 22 ივლისიდან კი +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 19-20 ივლისს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება, ხოლო 21 ივლისიდან +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში 19-20 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 22 ივლისიდან შესაძლოა იყოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა დედაქალაქში +28, +30 გრადუსამდე დაიკლებს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.
ყველა ახალი ამბავი
0