ძიუდო: ქართველმა სპორტსმენებმა ზაგრების დიდ სლემზე ხუთი მედალი მოიპოვეს

© photo: Sputnik / Stringerძიუდო. ბექა ღვინიაშვილი
ძიუდო. ბექა ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გამოწერა
შეჯიბრების ბოლო დღეს გუნდს პირველი და ერთადერთი ოქროს მედალი ბექა ღვინიაშვილმა მოუტანა
თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ზაგრებში გამართულ დიდი სლემის ტურნირზე ასპარეზობა სხვადასხვა სინჯის ხუთი მედლით დაასრულა.
შეჯიბრის ბოლო დღეს გუნდს პირველი და ერთადერთი ოქროს მედალი ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) მოუტანა. ფინალში მან ბრაზილიელი რაფაელ მასედო დაამარცხა.
ვერცხლის მედალი ილია სულამანიძემ (100 კგ) მოიპოვა. ის ჰოლანდიელ მაიკლ კორელთან დამარცხდა. მესამე ადგილისთვის ფინალურ დღეს სოფია სომხიშვილი (+78) იბრძოდა, თუმცა 22 წლის მონღოლ სპორტსმენ ადიასურენ ამარქსაიხანთან დამარცხდა.
© photo : Georgian National Olympic Committeeძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე
Дзюдоист Варлам Липартелиани а Олимпиаде в Токио - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე
მანამდე საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოუტანა, ხოლო ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
15 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით ზაგრები ძიუდოს „დიდი სლემის“ ტურნირს მასპინძლობდა. ხორვატიაში 67 ქვეყნიდან სულ 477 ძიუდოისტი ჩავიდა - 282 მამაკაცი და 195 ქალი.
ყველა ახალი ამბავი
0