უალკოჰოლო სანგრია: გამაგრილებელი სასმელის დეტალური რეცეპტი

© Pixabay / kan_chansathyaსანგრია
სანგრია - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გამოწერა
ზაფხულის სიცხეს ადამიანები სხვადასხვანაირად ებრძვიან. თუმცა რა შეიძლება იყოს უკეთესი ზაფხულის ცხელ დღეებში, თუ არა უგემრიელესი გამაგრილებელი სასმელები?
ქვემოთ განსხვავებული, გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სასმელის რეცეპტს შემოგთავაზებთ.
საუბარია სანგრიაზე – ესპანური ფესვების მქონე სასმელზე, რომელიც ტრადიციულად ღვინით მზადდება. თუმცა ჩვენ უალკოჰოლო სანგრიის მომზადებას გასწავლით, რომელშიც ღვინოს ყურძნის წვენი შეცვლის.

თქვენ დაგჭირდებათ:

ფორთოხალი − 1 ან 2 ცალი;
ლიმონი − 0,5 ან 1 ცალი;
ვაშლი − 1 ცალი (დიდი);
ლაიმი − 1 ცალი;
შაქარი/თაფლი – გემოვნებით;
ყურძნის წვენი − 1 ლიტრი;
შავი ჩაი − 2 სუფრის კოვზი;
მდუღარე წყალი − 300-400 მლ;
მიხაკი − 2-3 კვირტი;
კარდამონი − 3 მარცვალი;
დარიჩინი − 1 ჯოხი;
პიტნა − გემოვნებით;
გაზირებული წყალი − სურვილის მიხედვით;
ყინული.

მომზადების წესი

შავი ჩაი, დარიჩინის ჯოხი, მიხაკი და კარდამონი ჩაყარეთ ჭურჭელში და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ 3-5 წუთის განმავლობაში. პროცესის გააქტიურების მიზნით შეგიძლიათ ჭურჭელს თავსახური დააფაროთ.
ამასობაში მოამზადეთ ხილი: გაჭერით ისინი შუაზე, შემდეგ კი თითოეულის ნახევარი პატარა ნაჭრებად დააქუცმაცეთ. მთლიანი ნახევრები ბოლო ეტაპისთვის შემოინახეთ.
ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხილი დიდ ჭურჭელში, დაამატეთ შაქარი ან თაფლი გემოვნებით. შემდეგ ჩაამატეთ მას გადაწურული ჩაის ნაყენი და ყურძნის წვენის ნახევარი.
დააცადეთ ცოტა გაგრილება და შედგით მაცივარში 1,5–3 საათით.
გადაწურეთ გაცივებული ნაყენი, ჩაყარეთ მასში შემონახული ხილის ნახევრები და ჩაასხით დარჩენილი ყურძნის წვენი, ჩაყარეთ ყინული და მოურიეთ.
თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ ჩაამატოთ ცივი გაზირებული წყალიც.
თქვენი უალკოჰოლო სანგრია მზადაა.

გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0