https://sputnik-georgia.com/20220718/soso-gogashvils-patimroba-sheeparda-268627161.html
სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეეფარდა
სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
დაცვის მხარე ყოფილი მაღალჩინოსნის 50.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. 18.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-18T16:50+0400
2022-07-18T16:50+0400
2022-07-18T21:22+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23403/19/234031952_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_0a12f1c37a1e813ebb697a9b15aa2c91.jpg
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა, რომელიც პატიმრობას მოითხოვდა. დაცვის მხარე კი გოგაშვილის 50.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.წინასასამართლო სხდომა 8 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი შაბათს, 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. დაკავების სპეცოპერაციის კადრები, რომლებიც მისი მეუღლის გადაღებულია, სოციალურ ქსელში გავრცელდა. სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა.სუსის ინფორმაციით, დაკავება ჩხრეკის შედეგებიდან გამომდინარე მოხდა. გოგაშვილის სახლში ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ძველ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.რას ედავება პროკურატურა სოსო გოგაშვილს>>>საქართველოს პროკურატურამ გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექს-მაღალჩინოსანს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.სუსმა ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე.„იოსებ გოგაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით ზემოაღნიშნული მონაცემები პირადი მიზნებისთვის გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, რომელთაგან ნაწილი ინფორმაცია იოსებ გოგაშვილის მონაწილეობით გავრცელდა საჯაროდ, რამაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე“, – აღნიშნულია გამოძიების ინფორმაციაში.ჩატარებული გამოძიების შედეგად აგრეთვე დადგინდა, რომ გოგაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, საიდანაც ორი იარაღი იყო გაუფორმებელი, ხოლო სამი გაფორმებული იყო ახლო ნათესავის სახელზე, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23403/19/234031952_254:190:2048:1536_1920x0_80_0_0_78604c71aa41422514fa5738ca42772a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეეფარდა
16:50 18.07.2022 (განახლებულია: 21:22 18.07.2022) დაცვის მხარე ყოფილი მაღალჩინოსნის 50.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა, რომელიც პატიმრობას მოითხოვდა. დაცვის მხარე კი გოგაშვილის 50.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
წინასასამართლო სხდომა 8 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი შაბათს, 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. დაკავების სპეცოპერაციის კადრები, რომლებიც მისი მეუღლის გადაღებულია, სოციალურ ქსელში გავრცელდა. სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა.
სუსის ინფორმაციით, დაკავება ჩხრეკის შედეგებიდან გამომდინარე მოხდა. გოგაშვილის სახლში ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ძველ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
საქართველოს პროკურატურამ გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექს-მაღალჩინოსანს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
სუსმა ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე.
„იოსებ გოგაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით ზემოაღნიშნული მონაცემები პირადი მიზნებისთვის გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, რომელთაგან ნაწილი ინფორმაცია იოსებ გოგაშვილის მონაწილეობით გავრცელდა საჯაროდ, რამაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე“, – აღნიშნულია გამოძიების ინფორმაციაში.
ჩატარებული გამოძიების შედეგად აგრეთვე დადგინდა, რომ გოგაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, საიდანაც ორი იარაღი იყო გაუფორმებელი, ხოლო სამი გაფორმებული იყო ახლო ნათესავის სახელზე, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.
გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გრძელდება.