https://sputnik-georgia.com/20220718/sazamtros-arcevis-wesebi-268623616.html
როგორ ამოვიცნოთ მწიფე და ტკბილი საზამთრო: მარტივი ნიშნები
როგორ ამოვიცნოთ მწიფე და ტკბილი საზამთრო: მარტივი ნიშნები
Sputnik საქართველო
გარეგნულად ლამაზი და თვალმახარა საზამთრო შეიძლება სულაც არ იყოს მწიფე და ტკბილი, ამიტომ საჭიროა იცოდეთ რამდენიმე წესი, რაც კარგად შემოსული ნაყოფის შერჩევას... 18.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-18T16:03+0400
2022-07-18T16:03+0400
2022-07-19T16:02+0400
სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268665499_0:171:1824:1197_1920x0_80_0_0_3df92265f7b59e98a57c88e0fc756997.jpg
სპეციალისტების თქმით, პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს საზამთროს ყიდვისას, ეს მისი ზომაა.დაიმახსოვრეთ: რაც უფრო დიდია საზამთრო, მით მეტია ალბათობა, რომ ის კარგადაა შემოსული, ანუ მწიფეა. 5–7 კგ-ზე ნაკლები წონის საზამთროს ყიდვა სასურველი არ არის.ამასთან, როგორც ცნობილია, საზამთროებს სქესის მიხედვით განასხვავებენ: „მამალი“ საზამთრო შედარებით დიდია და წაგრძელებული ფორმა აქვს, ხოლო „დედალი“ უფრო პატარაა და მომრგვალებული. იცოდეთ, რომ „გოგო–საზამთრო“ ბევრად გემრიელი და ტკბილია.გარდა ამისა, სპეციალისტები ასახელებენ კარგად დამწიფებული და ტკბილი საზამთროს ორ სხვა ნიშანსაც. ესენია:გახსოვდეთ:ნუ გააჭრევინებთ გამყიდველს საზამთროს მის სიმწიფე–სიწითლეში დასარწმუნებლად. საქმე ისაა, რომ ის მომენტალურად „იწოვს“ მტვერსაც და ბაქტერიებსაც და სანამ შინ მიიტანთ, საზამთრო უკვე დაბინძურებული იქნება.არის თუ არა საზამთრო ქიმიკატებით მდიდარი, ამის ზედაპირულად განსაზღვრა შეუძლებელია. ამას მხოლოდ მისი გაჭრის შემდეგ მიხვდებით. თუ საზამთროს რბილობს თეთრი ან მოყვითალო ძარღვები დასდევს, ე.ი. ის დასაშვებზე მეტი რაოდენობით შეიცავს ნიტრატებსა და პესტიციდებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268665499_0:0:1824:1368_1920x0_80_0_0_aa60d4b33ff3bc1cd3fbcc2b4ce1ee03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
როგორ ამოვიცნოთ მწიფე და ტკბილი საზამთრო: მარტივი ნიშნები
16:03 18.07.2022 (განახლებულია: 16:02 19.07.2022) გარეგნულად ლამაზი და თვალმახარა საზამთრო შეიძლება სულაც არ იყოს მწიფე და ტკბილი, ამიტომ საჭიროა იცოდეთ რამდენიმე წესი, რაც კარგად შემოსული ნაყოფის შერჩევას გაგიადვილებთ.
სპეციალისტების თქმით, პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს საზამთროს ყიდვისას, ეს მისი ზომაა.
დაიმახსოვრეთ: რაც უფრო დიდია საზამთრო, მით მეტია ალბათობა, რომ ის კარგადაა შემოსული, ანუ მწიფეა. 5–7 კგ-ზე ნაკლები წონის საზამთროს ყიდვა სასურველი არ არის.
ამასთან, როგორც ცნობილია, საზამთროებს სქესის მიხედვით განასხვავებენ: „მამალი“ საზამთრო შედარებით დიდია და წაგრძელებული ფორმა აქვს, ხოლო „დედალი“ უფრო პატარაა და მომრგვალებული. იცოდეთ, რომ „გოგო–საზამთრო“ ბევრად გემრიელი და ტკბილია.
გარდა ამისა, სპეციალისტები ასახელებენ კარგად დამწიფებული და ტკბილი საზამთროს ორ სხვა ნიშანსაც. ესენია:
ყუნწი — სწორედ ყუნწი „გიკარნახებთ“, რამდენად მწიფეა ხილი. თუ ის ყვითელია და გამხმარი, ე.ი. საზამთრო მწიფეა, ხოლო თუ მწვანე — ე.ი. საზამთრო ნაადრევადაა მოწყვეტილი.
ხმა — მწიფე საზამთრო დაკაკუნებისას მჟღერ ბგერას გამოსცემს, ხოლო ხელის მოჭერისას მსუბუქი სკდომის ხმა უნდა გაიგონოთ.
ნუ გააჭრევინებთ გამყიდველს საზამთროს მის სიმწიფე–სიწითლეში დასარწმუნებლად. საქმე ისაა, რომ ის მომენტალურად „იწოვს“ მტვერსაც და ბაქტერიებსაც და სანამ შინ მიიტანთ, საზამთრო უკვე დაბინძურებული იქნება.
არის თუ არა საზამთრო ქიმიკატებით მდიდარი, ამის ზედაპირულად განსაზღვრა შეუძლებელია. ამას მხოლოდ მისი გაჭრის შემდეგ მიხვდებით. თუ საზამთროს რბილობს თეთრი ან მოყვითალო ძარღვები დასდევს, ე.ი. ის დასაშვებზე მეტი რაოდენობით შეიცავს ნიტრატებსა და პესტიციდებს.