საბერძნეთში 34 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Kostis Ntantamis / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია საბერძნეთში
პოლიცია საბერძნეთში - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გამოწერა
ქართველი მამაკაცი ადგილობრივმა პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საბერძნეთის ქალაქ სალონიკში 34 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი სალონიკში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შეიჭრა, ფარმაცევტს თანხა წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილობრივმა პოლიციამ დამნაშავე მომხდარიდან მალევე დააკავა.
როგორც საგამოძიებო მასალებიდან ირკვევა, მამაკაცს ანალოგიური დანაშაული არაერთხელ აქვს ჩადენილი. ბოლო რვა თვის განმავლობაში ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამ სხვადასხვა მაღაზიაში შეიჭრა, საიდანაც ფული და პროდუქტები გაიტაცა.
ყველა ახალი ამბავი
0