„რუსთავის აზოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გამოწერა
ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. მეხანძრე-მაშველები რუსთავში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი საწარმო „რუსთავის აზოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა, ცეცხლი კი ძველ ტომრებს წაეკიდა.
ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა, თუმცა ცეცხლი ამ დროისათვის ლოკალიზებულია.
ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0