როდის არის ზურგის ტკივილი კიბოს ნიშანი: ბრიტანელი ექიმების განმარტება

© Pexels / Karolina Grabowskaტკივილი ზურგის არეში
ტკივილი ზურგის არეში - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გამოწერა
თბილისი, 18 ივლისი − Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ კიბოთი გამოწვეული ტკივილი შეიძლება სხეულის სხვადასხვა ნაწილზე გავრცელდეს, მისი ტიპიური ლოკაცია არის ზურგის ქვედა ნაწილი, წელი, წერს გამოცემა Daily Express-ი სპეციალისტებზე დაყრდნობით.
მათი თქმით, კიბოსთან დაკავშირებულ ტკივილებს ძირითადად სიმსივნის ძვლებზე, ნერვებზე ან სხვა ორგანოებზე დაწოლა იწვევს. თუმცა ბევრი პაციენტი საერთოდ არ განიცდის ტკივილს, რადგან სიმსივნეს საკუთარი ნერვები არ აქვს. ამიტომ ტკივილი ჩვეულებრივ ჩნდება იმის გამო, რომ სიმსივნე ახლომდებარე ნერვებს აწვება.
ბრიტანული Cancer Research UK-ს სპეციალისტების თქმით, ზომიერი ან ძლიერი ტკივილი უმეტესად კიბოს გვიან სტადიაზე ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, მისი ტიპიური ადგილმდებარეობა − ზურგის ქვედა ნაწილი, წელია.
მათი თქმით, ზურგის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის კუნთების დაჭიმვა, მაგრამ წელის ტკივილი, რომელიც არ გადის და ამასთან აშკარა მიზეზიც არ აქვს, ასევე შეიძლება იყოს კიბოს სიმპტომი.

„კიბოთი გამოწვეული ზურგის ტკივილი ხშირად (მაგრამ არა ყოველთვის) ძლიერდება ღამით, არ გადის, როცა ადამიანი წვება და შეიძლება გაუარესდეს კიდეც ღრმა სუნთქვისას, ან დეფეკაციის დროს“, − განმარტავენ ისინი.

როგორც ექიმები ამბობენ, წელის ასეთ ტკივილს შეიძლება იწვევდეს გულ-მკერდის, მუცლის ან მენჯის არეში სიმსივნეები, აგრეთვე ხერხემალში გასული მეტასტაზები. როგორც სიმპტომი კი შეიძლება მეტყველებდეს ხერხემლის, მსხვილი ნაწლავის ან საკვერცხეების კიბოზე.
თუმცა იქვე კიდევ ერთხელ აზუსტებენ, რომ წელის ტკივილი − ეს ნორმალური მოვლენაა და აუცილებელი არ არის, რომ კიბოს უკავშირდებოდეს.
წყარო: Daily Express
ყველა ახალი ამბავი
0