https://sputnik-georgia.com/20220718/rachashi-axali-erovnuli-parki-gachndeba-268622053.html
რაჭაში ახალი ეროვნული პარკი გაჩნდება
რაჭაში ახალი ეროვნული პარკი გაჩნდება
Sputnik საქართველო
საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა, ტურისტებში ყველაზე პოპულარულია ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმეები. 18.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-18T16:14+0400
2022-07-18T16:14+0400
2022-07-18T21:11+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259966317_0:110:1281:830_1920x0_80_0_0_c6de92c2e43991dfd9f39aac9d985dad.jpg
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. ონის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 50,8 ათას ჰექტარზე ეროვნული პარკი გაშენდება, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.მინისტრის თქმით, ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, რათა შენარჩუნდეს უნიკალური ბუნება, განვითარდეს შესაბამისი ეკოტურისტული სერვისები, დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მათ მიიღონ შემოსავალი და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.როგორც შამუგიამ აღნიშნა, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორებისა და დონორების წინაშე აღებული ვალდებულებების კუთხითაც. საქართველომ მიიღო დაფინანსება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან (KFW), ასევე კავკასიის ბუნების დაცვის ფონდიდან (KFW). აღნიშნული დაფინანსებების ნაწილი სწორედ რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებას მოხმარდება.„ვფიქრობ, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიჰყვება ამ კურსს და ჩვენ ყოველწლიურად ვქმნით ახალ დაცულ ტერიტორიებს“, – აღნიშნა შამუგიამ.ამჟამად ქვეყანაში 800 ათასამდე ჰექტარი დაცული ტერიტორიაა და წელს მისი ფართობი კიდევ დაახლოებით 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება.საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა, მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს. ტურისტებში ყველაზე პოპულარულია ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმეები.საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარი, 330 სახეობის ფრინველი და 160 სახეობის თევზი. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების 90 სახეობაა.დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში 11 ეროვნული პარკია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259966317_70:0:1177:830_1920x0_80_0_0_bb7d70f1d2a6d528907ddad7b943125b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
რაჭაში ახალი ეროვნული პარკი გაჩნდება
16:14 18.07.2022 (განახლებულია: 21:11 18.07.2022) საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა, ტურისტებში ყველაზე პოპულარულია ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმეები.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. ონის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 50,8 ათას ჰექტარზე ეროვნული პარკი გაშენდება, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის თქმით, ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, რათა შენარჩუნდეს უნიკალური ბუნება, განვითარდეს შესაბამისი ეკოტურისტული სერვისები, დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მათ მიიღონ შემოსავალი და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.
„დღეს საქართველოს მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში დაარსდება ახალი ეროვნული პარკი“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც შამუგიამ აღნიშნა, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორებისა და დონორების წინაშე აღებული ვალდებულებების კუთხითაც. საქართველომ მიიღო დაფინანსება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან (KFW), ასევე კავკასიის ბუნების დაცვის ფონდიდან (KFW). აღნიშნული დაფინანსებების ნაწილი სწორედ რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებას მოხმარდება.
„ვფიქრობ, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიჰყვება ამ კურსს და ჩვენ ყოველწლიურად ვქმნით ახალ დაცულ ტერიტორიებს“, – აღნიშნა შამუგიამ.
ამჟამად ქვეყანაში 800 ათასამდე ჰექტარი დაცული ტერიტორიაა და წელს მისი ფართობი კიდევ დაახლოებით 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება.
საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა, მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს. ტურისტებში ყველაზე პოპულარულია ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმეები.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარი, 330 სახეობის ფრინველი და 160 სახეობის თევზი. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების 90 სახეობაა.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში 11 ეროვნული პარკია.