მომზადებულ კერძში მარილის ჩამატება სიცოცხლეს ამცირებს: ბრიტანული კვლევა

© Pixabay / congerdesignმსხვილად დაფქული მარილი და სანელებლის მარცვლები
მსხვილად დაფქული მარილი და სანელებლის მარცვლები - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გამოწერა
თბილისი, 18 ივლისი − Sputnik. ჭამის დროს კერძზე მარილის დამატება ნაადრევ სიკვდილს იწვევს, რასაც ნახევარ მილიონ ადამიანზე ჩატარებული კვლევის მონაცემები ადასტურებს, წერს გამოცემა The Guardian-ი.
გამოცემის ცნობით, მკვლევარებმა ბრიტანეთის ბიობანკში დაცული 500 ათასი ადამიანის მონაცემი შეისწავლეს, რომლებსაც მეცნიერები ცხრა წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ექსპერიმენტში ჩართვისას მათ ეკითხებოდნენ, ამარილებდნენ თუ არა საჭმელს და რამდენად ხშირად აკეთებდნენ ამას.
კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცები, რომლებიც მუდმივად აყრიან მარილს კერძს ჭამის დროს, ორი წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ხოლო ქალები − 1,5 წლით ნაკლებს.
ხაზგასმით აღინიშნება, რომ ეს არ ეხება კერძის მომზადების დროს მარილის დამატებას.
ამასთან გაირკვა, რომ მათ, ვინც მუდმივად ამარილებს საკვებს, ნაადრევი სიკვდილის რისკი 28%-ით მეტი აქვთ, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც არასდროს ან ძალიან იშვიათად ამატებენ მარილს საკვებში. 50 წლის მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც მუდმივად აყრიან საკვებს მარილს, სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა, შესაბამისად, 2,3 და 1,5 წლით უმცირდებათ.
პროფესორ ანიკა როზენგენის თქმით, ჯერჯერობით კოლექტიური მონაცემები მიუთითებს, რომ თუ ჯანმრთელი ადამიანი ჩვეულებრივი მარილის ნორმალურ რაოდენობას იღებს, მას შფოთვის არანაირი საფუძველი არ აქვს. ხოლო მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკი აქვთ, უარი უნდა თქვან უკვე მომზადებულ კერძზე მარილის დამატებაზე.
წყარო: The Guardian
ყველა ახალი ამბავი
0