https://sputnik-georgia.com/20220718/mokla-da-avariis-inscenireba-moaxdina-imeretsi-momxdari-mkvlelobis-detalebi-268642130.html
მოკლა და ავარიის ინსცენირება მოახდინა: იმერეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მოკლა და ავარიის ინსცენირება მოახდინა: იმერეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
Sputnik საქართველო
მამაკაცებს შორის კონფლიქტის დროს, რომელიც ვალის გამო წარმოიშვა, ბრალდებულმა თავის ნაცნობს თავში ესროლა, შემდეგ კი ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოახდინა.
2022-07-18T22:49+0400
2022-07-18T22:49+0400
2022-07-18T22:49+0400
იმერეთი
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824948_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_115d652510727f08c306b2220cbde622.jpg
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. პოლიციამ ჭიათურაში 54 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ბრალდებით დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.გამოძიების ინფორმაციით, დანაშაული ჭიათურის მუნიციპალიტეტში 15 ივლისს მოხდა. ორ მამაკაცს შორის ვალის გამო წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა მეორეს, რომელიც თავის კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. კერძოდ, გარდაცვლილი მძღოლი მგზავრის სავარძელზე გადაიყვანა, მისი ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ხევში გადააგდო, შემდეგ სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა.გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს.ბრალის დამტკიცების შემთხვეაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.წყარო - შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
იმერეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824948_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_dbadd07fcf5435f5962c97ea2f3a02ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მკვლელობა ავარია ინსცენირება ჭიათურა ზესტაფონი
მკვლელობა ავარია ინსცენირება ჭიათურა ზესტაფონი
მოკლა და ავარიის ინსცენირება მოახდინა: იმერეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მამაკაცებს შორის კონფლიქტის დროს, რომელიც ვალის გამო წარმოიშვა, ბრალდებულმა თავის ნაცნობს თავში ესროლა, შემდეგ კი ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოახდინა.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. პოლიციამ ჭიათურაში 54 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ბრალდებით დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაული ჭიათურის მუნიციპალიტეტში 15 ივლისს მოხდა. ორ მამაკაცს შორის ვალის გამო წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა მეორეს, რომელიც თავის კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. კერძოდ, გარდაცვლილი მძღოლი მგზავრის სავარძელზე გადაიყვანა, მისი ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ხევში გადააგდო, შემდეგ სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვეაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.