https://sputnik-georgia.com/20220718/kuleba-interviu-268621902.html
კულება: მოლაპარაკებები მხოლოდ რუსეთის დამარცხების შემდეგ გაიმართება
კულება: მოლაპარაკებები მხოლოდ რუსეთის დამარცხების შემდეგ გაიმართება
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 ივლისი − Sputnik. რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ მისი დამარცხების შემდეგაა შესაძლებელი, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ... 18.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-18T15:18+0400
2022-07-18T15:18+0400
2023-07-20T15:45+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/12/265310155_1193:133:2449:840_1920x0_80_0_0_801f6eeb24bd321cb2982f0311758cd7.jpg
თბილისი, 18 ივლისი − Sputnik. რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ მისი დამარცხების შემდეგაა შესაძლებელი, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ გამოცემა „Forbes უკრაინისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.მისი თქმით, ამ დროისათვის არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, ვინაიდან საამისო საფუძვლები არ არსებობს.მინისტრს კომენტარი სთხოვეს დავით არახამიას განცხადებაზეც, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა აგვისტოს ბოლოს განახლდეს, როდესაც უკრაინა საბრძოლო მოქმედებების რუკაზე სიტუაციას შეცვლის. კულებას თქმით, საჭიროა ჯერ ფრონტზე შეიცვალოს ვითარება.ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ამ საკითხში პრონციპულ პოზიციაზეა და მის შეცვლას არ აპირებს.რუსეთმა უკრაინაში ჯარები მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაგზავნა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით − „უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის“ მიზნით, რასაც მოსკოვმა რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაცია უწოდა“.წყარო: „Forbes უკრაინა“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/12/265310155_322:0:3053:2048_1920x0_80_0_0_ff51ebe8ea6623f484973315329249ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
კულება: მოლაპარაკებები მხოლოდ რუსეთის დამარცხების შემდეგ გაიმართება
15:18 18.07.2022 (განახლებულია: 15:45 20.07.2023) თბილისი, 18 ივლისი − Sputnik. რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ მისი დამარცხების შემდეგაა შესაძლებელი, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ გამოცემა „Forbes უკრაინისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ამ დროისათვის არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, ვინაიდან საამისო საფუძვლები არ არსებობს.
„ყველას ესმის, რომ მოლაპარაკებები პირდაპირ კავშირშია ფრონტზე არსებულ ვითარებასთან. მე ყველა პარტნიორს მარტივ რამეს ვეუბნები: რუსეთი მოლაპარაკებათა მაგიდასთან ბრძოლის ველზე დამარცხების შემდეგ უნდა დაჯდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ისევ ულტიმატუმების ენა იქნება“, − აღნიშნა კულებამ.
მინისტრს კომენტარი სთხოვეს დავით არახამიას განცხადებაზეც, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა აგვისტოს ბოლოს განახლდეს, როდესაც უკრაინა საბრძოლო მოქმედებების რუკაზე სიტუაციას შეცვლის. კულებას თქმით, საჭიროა ჯერ ფრონტზე შეიცვალოს ვითარება.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ამ საკითხში პრონციპულ პოზიციაზეა და მის შეცვლას არ აპირებს.
რუსეთმა უკრაინაში ჯარები მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაგზავნა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით − „უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის“ მიზნით, რასაც მოსკოვმა რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაცია უწოდა“.