https://sputnik-georgia.com/20220718/gelatis-freskebis-gadasarcenad-samusaoebi-grzeldeba-268638397.html
გელათის ფრესკების გადასარჩენად სამუშაოები გრძელდება
გელათის ფრესკების გადასარჩენად სამუშაოები გრძელდება
Sputnik საქართველო
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია
2022-07-18T21:57+0400
2022-07-18T21:57+0400
2022-07-18T22:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/18/250690106_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_aa3adcba0480a833a404706eb63bd50d.jpg
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში კედლის მხატვრობის გადასარჩენად სამუშაოები გრძელდება, ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2020 წელს გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო შეიქმნა. არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების შედეგად გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტით გადახურული სახურავიდან წყლის ჟონვა დაიწყო. ძეგლის დაზიანებისგან დასაცავად სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს. იმ დროიდან გელათის გადასარჩენად ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები იბრძვიან.ამჟამად სამონასტრო კომპლექსში იმყოფება იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი, რომელიც მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან ერთად კვლევაზე დაფუძნებული მეთოდებით განახორციელებს სამუშაოებს. ადგილზე სამუშაო პროცესი კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაათვალიერა.UNESCO-მ და ICOMOS-მა (ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების დაცვის საერთაშორისო საბჭო) დადებითად შეაფასეს 2021 წელს გელათის ტაძრის (XII ს.) გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც გელათის მონასტერში კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა ჩაატარეს.2021 წლის ივნისში გელათში მუშაობდა იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია, რომელმაც კვლევის ჩატარების შემდეგ შეადგინა საექსპერტო დასკვნა რეკომენდაციებით სარესტავრაციო სამუშაოების დროს წარმოქმნილი იმ პრობლემებისა და დაზიანებების აღმოფხვრისა და გამოსწორების მიზნით, რომლებმაც უნიკალური ფრესკების და ტაძრის კედლის მოხატულობის შენარჩუნებას საფრთხე შეუქმნა.კერძოდ, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია, ხოლო კედლის მხატვრობის ჩამოშლა ასევე სრულად შეჩერებულია. მაგრამ გრძელდება გამომარილება. შესაბამისად, გრძელდება სპეციალისტების მიერ 24-საათიან რეჟიმში კედლის მხატვრობის მონიტორინგი და მარილების მოშორება.ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და კედლების გაშრობის პროცესი ყველაზე ოპტიმალურად მიმდინარეობს.გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/18/250690106_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_d071f0cbc472c056246d1043708940f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გელათი ფრესკები გადარჩენა სამუშაოები
გელათი ფრესკები გადარჩენა სამუშაოები
გელათის ფრესკების გადასარჩენად სამუშაოები გრძელდება
21:57 18.07.2022 (განახლებულია: 22:44 18.07.2022) გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში კედლის მხატვრობის გადასარჩენად სამუშაოები გრძელდება, ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2020 წელს გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო შეიქმნა. არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების შედეგად გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტით გადახურული სახურავიდან წყლის ჟონვა დაიწყო. ძეგლის დაზიანებისგან დასაცავად სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს. იმ დროიდან გელათის გადასარჩენად ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები იბრძვიან.
ამჟამად სამონასტრო კომპლექსში იმყოფება იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი, რომელიც მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან ერთად კვლევაზე დაფუძნებული მეთოდებით განახორციელებს სამუშაოებს. ადგილზე სამუშაო პროცესი კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაათვალიერა.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფმა დასავლეთ ფრთაში კედლის დაზიანებული მხატვრობის გადასარჩენად სამუშაოები ზამთრის დადგომამდე დაასრულოს, რათა კომპლექსის ეს ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად არის დაზიანებული, ზამთარს დაცულ მდგომარეობაში შეხვდეს.
UNESCO-მ და ICOMOS-მა (ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების დაცვის საერთაშორისო საბჭო) დადებითად შეაფასეს 2021 წელს გელათის ტაძრის (XII ს.) გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც გელათის მონასტერში კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა ჩაატარეს.
2021 წლის ივნისში გელათში მუშაობდა იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია, რომელმაც კვლევის ჩატარების შემდეგ შეადგინა საექსპერტო დასკვნა რეკომენდაციებით სარესტავრაციო სამუშაოების დროს წარმოქმნილი იმ პრობლემებისა და დაზიანებების აღმოფხვრისა და გამოსწორების მიზნით, რომლებმაც უნიკალური ფრესკების და ტაძრის კედლის მოხატულობის შენარჩუნებას საფრთხე შეუქმნა.
კერძოდ, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია, ხოლო კედლის მხატვრობის ჩამოშლა ასევე სრულად შეჩერებულია. მაგრამ გრძელდება გამომარილება. შესაბამისად, გრძელდება სპეციალისტების მიერ 24-საათიან რეჟიმში კედლის მხატვრობის მონიტორინგი და მარილების მოშორება.
ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და კედლების გაშრობის პროცესი ყველაზე ოპტიმალურად მიმდინარეობს.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა.