ეროვნული ბანკის დისკუსია: გაიზარდოს ხელმძღვანელი ქალების რაოდენობა კომერციული ბანკებში

© photo: Sputnikიუსტიციის სახლი, ეროვნული ბანკი
იუსტიციის სახლი, ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გამოწერა
რეგულატორის წინადადებით, 2023 წლის 1 ივნისისთვის ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებში ქალები უნდა შეადგენდნენ ერთ მესამედს და არა ერთ მეხუთედს, როგორც ეს ამჟამად არის.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ხსნის დისკუსიას ქვეყნის კომერციულ ბანკებში გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების საკითხებზე, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
კომერციული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებსა და დირექტორატებში გენდერული თანასწორობის მოთხოვნა პირველად 2018 წელს გაჩნდა. ამის შემდეგ ბანკების ხელმძღვანელობაში ქალთა რაოდენობა 21%-მდე გაიზარდა. ამჟამად ქალების რაოდენობა ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებში 30%-ს შეადგენს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამჟამად ბანკების ხელმძღვანელობაში ქალების რიცხვი რეგულატორის მიერ დადგენილ ნორმას აჭარბებს, ამიტომ ამ ნორმის გაფართოების აუცილებლობა გაჩნდა.
ეროვნული ბანკი გამოდის წინადადებით, შემოღებულ იქნას ახალი წესი, რომლის მიხედვით, არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივნისისა ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებში განსხვავებული სქესის წილი არანაკლებ 33%-ს უნდა შეადგენდეს, ხოლო არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივნისისა – არანაკლებ 40%-ს.
აშშ-ის ელჩი: შთამბეჭდავია საქართველოს მიღწევები გენდერული თანასწორობის კუთხით>>
რეგულატორი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ბანკების კორპორატიულ კულტურაში გენდერული მრავალფეროვნების გაუმჯობესებას.
ამჟამად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაინტერესებულ პირებს ამ წინადადებასთან დაკავშირებით დისკუსიაში ჩაბმა შესთავაზა. წინადადებებისა და განაცხადების მიღების ვადა რეგულატორმა 10 აგვისტომდე გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0