https://sputnik-georgia.com/20220718/crdiloetis-nakadis-turbina-268608726.html
ზელენსკი ტრიუდოს საყვედურობს: „ჩრდილოეთის ნაკადის“ ტურბინა გერმანიაში გაიგზავნა
ზელენსკი ტრიუდოს საყვედურობს: „ჩრდილოეთის ნაკადის“ ტურბინა გერმანიაში გაიგზავნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 ივლისი − Sputnik. უკრაინელები არასდროს მიიღებენ კანადის გადაწყვეტილებას, დაუბრუნოს რუსეთს „ჩრდილოეთის ნაკადის“ ტურბინა გერმანიის მთავრობის თხოვნით... 18.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-18T10:50+0400
2022-07-18T10:50+0400
2023-07-20T15:45+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
კანადა
უკრაინა
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250763954_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_b7f8d797223caf455384cea9736f81fd.jpg
თბილისი, 18 ივლისი − Sputnik. უკრაინელები არასდროს მიიღებენ კანადის გადაწყვეტილებას, დაუბრუნოს რუსეთს „ჩრდილოეთის ნაკადის“ ტურბინა გერმანიის მთავრობის თხოვნით, განუცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადელ კოლეგა ჯასტინ ტრიუდოს სატელეფონო საუბრისას.ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიაში ტურბინა კანადამ 17 ივლისს გაგზავნა, რომელიც იქ უკრაინაში რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყებამდე იყო გატანილი შესაკეთებლად.არსებული მონაცემებით, ტურბინა გერმანიიდან რუსეთში 24 ივლისისთვის ჩავა. თუმცა „გაზპრომს“ ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია, რომ კანადის ქარხანაში შეკეთებული ტურბინის მიღების შემდეგ „ჩრდილოეთის ნაკადით“ მიწოდებებს გაზრდის.„გაზპრომმა“ 16 ივნისს „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდებების დონე 40%-მდე (67 მლნ კუბური მეტრი დღეში) შეამცირა იმ მოტივით, რომ გაზსადენს პრობლემები ჰქონდა ტურბინის არარსებობის გამო. ოტავა უარს ამბობდა ტურბინის დაბრუნებაზე, რადგან კანადის ხელისუფლებამ სანქციები დააწესა „გაზპრომის“ წინააღმდეგ და აღჭურვილობის რუსეთში გატანა აკრძალა.მოგვიანებით, 11 ივლისს „გაზპრომმა“ საერთოდ შეაჩერა ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდება გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზეზით, რომელიც, წესით, 21 ივლისამდე უნდა გაგრძელდეს. Financial Times-ის წყაროების თანახმად, გერმანიის მთავრობა შიშობს, რომ რუსეთი, გაზსადენის ყოველწლიური ტექნიკური მომსახურების მომიზეზებით, მთლიანად შეუწყვეტს გაზის მიწოდებას ქვეყანას და ამასთან გააჭიანურებს სამუშაოებს.
კანადა
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250763954_172:0:2901:2047_1920x0_80_0_0_b6dff7ca14dcc7f162d2ac339922f506.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, კანადა , უკრაინა , რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, კანადა , უკრაინა , რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 18 ივლისი − Sputnik. უკრაინელები არასდროს მიიღებენ კანადის გადაწყვეტილებას, დაუბრუნოს რუსეთს „ჩრდილოეთის ნაკადის“ ტურბინა გერმანიის მთავრობის თხოვნით, განუცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადელ კოლეგა ჯასტინ ტრიუდოს სატელეფონო საუბრისას.
„განსაკუთრებით აღვნიშნე, რომ უკრაინელები არასდროს მიიღებენ კანადის გადაწყვეტილებას „ჩრდილოეთის ნაკადის“ ტურბინასთან დაკავშირებით, რომელიც გერმანიას გადაეცემა სანქციების რეჟიმის ფაქტობრივი დარღვევით“, − განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიაში ტურბინა კანადამ 17 ივლისს გაგზავნა, რომელიც იქ უკრაინაში რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყებამდე იყო გატანილი შესაკეთებლად.
არსებული მონაცემებით, ტურბინა გერმანიიდან რუსეთში 24 ივლისისთვის ჩავა. თუმცა „გაზპრომს“ ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია, რომ კანადის ქარხანაში შეკეთებული ტურბინის მიღების შემდეგ „ჩრდილოეთის ნაკადით“ მიწოდებებს გაზრდის.
„გაზპრომმა“ 16 ივნისს „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდებების დონე 40%-მდე (67 მლნ კუბური მეტრი დღეში) შეამცირა იმ მოტივით, რომ გაზსადენს პრობლემები ჰქონდა ტურბინის არარსებობის გამო. ოტავა უარს ამბობდა ტურბინის დაბრუნებაზე, რადგან კანადის ხელისუფლებამ სანქციები დააწესა „გაზპრომის“ წინააღმდეგ და აღჭურვილობის რუსეთში გატანა აკრძალა.
მოგვიანებით, 11 ივლისს „გაზპრომმა“ საერთოდ შეაჩერა ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდება გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზეზით, რომელიც, წესით, 21 ივლისამდე უნდა გაგრძელდეს. Financial Times-ის წყაროების თანახმად, გერმანიის მთავრობა შიშობს, რომ რუსეთი, გაზსადენის ყოველწლიური ტექნიკური მომსახურების მომიზეზებით, მთლიანად შეუწყვეტს გაზის მიწოდებას ქვეყანას და ამასთან გააჭიანურებს სამუშაოებს.