https://sputnik-georgia.com/20220718/cogburti-gorgoze-kalasnikova-268605472.html
ეკატერინე გორგოძემ და ოქსანა კალაშნიკოვამ ბუდაპეშტში ტურნირი მოიგეს
ეკატერინე გორგოძემ და ოქსანა კალაშნიკოვამ ბუდაპეშტში ტურნირი მოიგეს
Sputnik საქართველო
ქართველმა ჩოგბურთელებმა ფინალურ შეხვედრაში პოლონელ კატარჟინა პიტერსა და ბელგიელ კიმბერლი ციბერმანს სძლიეს. 18.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-18T11:06+0400
2022-07-18T11:06+0400
2022-07-18T14:58+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
უნგრეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252481320_0:0:2764:1555_1920x0_80_0_0_58b6dec58d98bdd3a22727b025a750b8.jpg
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და ოქსანა კალაშნიკოვამ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წყვილთა თანრიგში გამარჯვება მოიპოვეს.გორგოძე და კალაშნიკოვა Hungarian Grand Prix-ის ფინალში პოლონელ კატარჟინა პიტერსა და ბელგიელ კიმბერლი ციმერმანს შეხვდნენ. ქართველმა ჩოგბურთელებმა პირველი სეტი დათმეს, თუმცა საბოლოოდ ანგარიშით 1:6, 6:4, 10:6 მოიგეს.ქართველმა ჩოგბურთელებმა პირველ რაუნდში უნგრელები რეკა ლუკა იანი და ადრიენ ნაგი 6:3, 6:2 დაამარცხეს, შემდეგ ბრაზილიელ კაროლინა ალვესსა და რუმინელ გაბრიელა ლის სძლიეს – 7:5, 6:3, ნახევარფინალში კი პირველ ნომრად განთესილი ჩინურ-გერმანული წყვილი (შუაი ჟანი-ლაურა ზიგემუნდი) დაამარცხეს – 6:4, 6:4.ჩოგბურთი: ეკატერინე გორგოძემ WTA-ს რეიტინგში პირადი რეკორდი დაამყარა>>ბუდაპეშტში გამართული შეჯიბრების საპრიზო ფონდი 203.024 ევროს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ გორგოძემ WTA-ს რანგის ტურნირი კარიერაში მეორედ მოიგო, კალაშნიკოვამ კი მეხუთედ.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252481320_0:0:2456:1842_1920x0_80_0_0_558c8a713de73e9058092275c10475ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები, უნგრეთი
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები, უნგრეთი
ეკატერინე გორგოძემ და ოქსანა კალაშნიკოვამ ბუდაპეშტში ტურნირი მოიგეს
11:06 18.07.2022 (განახლებულია: 14:58 18.07.2022) ქართველმა ჩოგბურთელებმა ფინალურ შეხვედრაში პოლონელ კატარჟინა პიტერსა და ბელგიელ კიმბერლი ციბერმანს სძლიეს.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და ოქსანა კალაშნიკოვამ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წყვილთა თანრიგში გამარჯვება მოიპოვეს.
გორგოძე და კალაშნიკოვა Hungarian Grand Prix-ის ფინალში პოლონელ კატარჟინა პიტერსა და ბელგიელ კიმბერლი ციმერმანს შეხვდნენ. ქართველმა ჩოგბურთელებმა პირველი სეტი დათმეს, თუმცა საბოლოოდ ანგარიშით 1:6, 6:4, 10:6 მოიგეს.
ქართველმა ჩოგბურთელებმა პირველ რაუნდში უნგრელები რეკა ლუკა იანი და ადრიენ ნაგი 6:3, 6:2 დაამარცხეს, შემდეგ ბრაზილიელ კაროლინა ალვესსა და რუმინელ გაბრიელა ლის სძლიეს – 7:5, 6:3, ნახევარფინალში კი პირველ ნომრად განთესილი ჩინურ-გერმანული წყვილი (შუაი ჟანი-ლაურა ზიგემუნდი) დაამარცხეს – 6:4, 6:4.
ბუდაპეშტში გამართული შეჯიბრების საპრიზო ფონდი 203.024 ევროს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ გორგოძემ WTA-ს რანგის ტურნირი კარიერაში მეორედ მოიგო, კალაშნიკოვამ კი მეხუთედ.