https://sputnik-georgia.com/20220718/cecxlsasroli-iarari-dakavebulia-xuti-piri-268612197.html
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ხუთი პირი
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ხუთი პირი
პოლიციის მიერ დაკავებული ხუთივე პირი წარსულში ნასამართლევია სხვადასხვა დანაშაულისთვის. 18.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-18T12:36+0400
2022-07-18T12:36+0400
2022-07-18T20:11+0400
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/11/249734956_0:94:3307:1954_1920x0_80_0_0_ce118dbf5b5843d8e06c42252288acab.jpg
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, საქმეზე დაკავებულია ხუთი პირი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი. მეორე დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ავტომატი, ორი მჭიდი და 10 ვაზნა. რაც შეეხება მესამე ბრალდებულს, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო პისტოლეტი და 17 ვაზნა. კიდევ ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და ხუთი ვაზნა ამოიღეს, ხოლო მეხუთე ბრალდებულის მიერ მითითებულ ადგილიდან პოლიციამ პისტოლეტი, მჭიდი და ორი ვაზნა ამოიღო.აღსანიშნავია, რომ ხუთივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია.ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/11/249734956_288:0:3019:2048_1920x0_80_0_0_7a8dc75b09354c79c41e5bbdf19349d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ხუთი პირი
12:36 18.07.2022 (განახლებულია: 20:11 18.07.2022) პოლიციის მიერ დაკავებული ხუთივე პირი წარსულში ნასამართლევია სხვადასხვა დანაშაულისთვის.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, საქმეზე დაკავებულია ხუთი პირი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი. მეორე დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ავტომატი, ორი მჭიდი და 10 ვაზნა.
რაც შეეხება მესამე ბრალდებულს, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო პისტოლეტი და 17 ვაზნა. კიდევ ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და ხუთი ვაზნა ამოიღეს, ხოლო მეხუთე ბრალდებულის მიერ მითითებულ ადგილიდან პოლიციამ პისტოლეტი, მჭიდი და ორი ვაზნა ამოიღო.
აღსანიშნავია, რომ ხუთივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.