https://sputnik-georgia.com/20220717/saqartvelosi-myofi-ukrainis-moqalaqeebi-fulad-daxmarebas-miireben-268592570.html
საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ფულად დახმარებას მიიღებენ
საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ფულად დახმარებას მიიღებენ
Sputnik საქართველო
უკრაინელი ხალხის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, აღნიშნავენ მერიაში.
2022-07-17T16:58+0400
2022-07-17T16:58+0400
2022-07-17T16:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/01/234870138_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_1261a25c369a5ec5d9bf90cde205a698.jpg
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები 2022 წლის 15 ივლისიდან ფულად დახმარებას მიიღებენ, იუწყება თბილისის მერია.უკრაინელების ფულად დახმარებას საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის #1254 განკარგულება ითვალისწინებს.აქედან გამომდინარე პროგრამა, რომელიც თბილისის მერიამ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, 1 აგვისტომდე გაგრძელდება.თბილისის მერიამ რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებში აამოქმედა სპეციალური პროგრამა - საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც მიმართავდა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თხოვნით, დედაქალაქის მერია ათავსებს სხვადასხვა სასტუმროში, სამჯერადი კვებით.განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინელი ხალხის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.საქართველო უკრაინას ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ დახმარებას უწევს საერთაშორისო არენაზე.კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთთან მიმართებით ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/01/234870138_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_87203398abf46037f8612f22f0d3f838.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო უკრაინა მოქალაქეები ფულადი დახმარება თბილისი მერია
საქართველო უკრაინა მოქალაქეები ფულადი დახმარება თბილისი მერია
საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ფულად დახმარებას მიიღებენ
16:58 17.07.2022 (განახლებულია: 16:59 17.07.2022) უკრაინელი ხალხის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, აღნიშნავენ მერიაში.
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები 2022 წლის 15 ივლისიდან ფულად დახმარებას მიიღებენ, იუწყება თბილისის მერია.
კერძოდ, თითო ოჯახზე დახმარება შეადგენს 300 ლარს და ოჯახის თითო წევრზე დამატებით 45 ლარს. ამას გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235 ლარიან დახმარების პაკეტს. უკრაინელების ფულად დახმარებას საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის #1254 განკარგულება ითვალისწინებს.
აქედან გამომდინარე პროგრამა, რომელიც თბილისის მერიამ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, 1 აგვისტომდე გაგრძელდება.
თბილისის მერიამ რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებში აამოქმედა სპეციალური პროგრამა - საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც მიმართავდა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თხოვნით, დედაქალაქის მერია ათავსებს სხვადასხვა სასტუმროში, სამჯერადი კვებით.
„პროგრამის ფარგლებში, თბილისმა უკვე უმასპინძლა 5.100-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 2.300 ადამიანზე მეტი დღესაც დედაქალაქის 40-მდე სასტუმროში გვყავს დაბინავებული. ამ მიზნით, ბიუჯეტიდან ჯამურად დაიხარჯა 11 მლნ ლარი, ხოლო თვის ბოლოს თანხა მიაღწევს, დაახლოებით, 14 მლნ ლარს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინელი ხალხის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
საქართველო უკრაინას ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ დახმარებას უწევს საერთაშორისო არენაზე.
კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთთან მიმართებით ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.