მდინარე სუფსაში თევზაობისას მამაკაცი დაიხრჩო

© photo: Sputnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2022
გამოწერა
მამაკაცი სწრაფმა დინებამ წაიღო, როცა თევზაობისას მდინარის გადალახვას ცდილობდა.
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდინარე სუფსაში მაშველებმა 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივი სააგენტო „გურია-ნიუსის“ ინფორმაციით, მამაკაცი სწრაფმა დინებამ წაიღო, როცა თევზაობისას მდინარის გადალახვას ცდილობდა.
გარდაცვლილი ოზურგეთის რაიონის სოფელ კონჭკათის მკვიდრი იყო.
წყარო - გურია-ნიუსი
ყველა ახალი ამბავი
0