მოსაზრება: რაში სჭირდება უკრაინას F-16-ები: არმაგედონის ესკადრილია

© photo: Sputnik / Alexandr Kovaliov / გადასვლა მედიაბანკშიF-16
F-16 - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2022
გამოწერა
დაუფიქრებლად მისდევს რა ევროპაში სამხედრო კონფლიქტის ესკალაციას, შეერთებული შტატები კიევისთვის გამანადგურებელ F-16-ების მიწოდების შესახებ მსჯელობს, რომლებსაც ჰაერი-ზედაპირი რაკეტებისა და ტაქტიკური თერმობირთვული ბომბების, B-61-ების ზიდვა შეუძლია.
ვაშინგტონის სურვილს, გადააქციოს რუსული სპეცოპერაცია უკრაინაში „მოსკოვის სტრატეგიულ მარცხად" და განუკითხავი ლენდ-ლიზი, შეიძლება არმაგედონით დასრულდეს მთელი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკისთვის.
კიევი დაჟინებით სთხოვს შეერთებულ შტატებს F-16-ების ორ ესკადრილიას, პენტაგონის სპეციალისტების მიერ უკრაინელი პილოტების ექვსთვიანი გადამზადების თანხლებით. მათი თქმით, 24 ამერიკული თვითმფრინავის ექსპლუატაციისთვის უკრაინას ყველა პირობაც აქვს და სამი ათეული პილოტიც ჰყავს — ინგლისური ენის კარგი ცოდნით.
ვინიცაში უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა, რომ საინჟინრო და სარემონტო ჯგუფები ასევე მზად არიან შეერთებულ შტატებში გადამზადებისთვის. უკრაინის საომარი მოქმედებების თეატრში F-16-ების მოქმედების სავარაუდო პარამეტრები ჯერჯერობით უცნობია.
მიწოდების პროექტი სერიოზულად განიხილება კაპიტოლიუმსა და პენტაგონში, სადაც ორმა უკრაინელმა მფრინავმა სენატორებს ადრე მოძველებული MiG-29-ებით ფრენებსა და თანამედროვე რუსულ Su-35-თან ან Su-30-თან შეტაკებებზე უამბეს, რომლებიც ყველა შემთხვევაში პირველი ისვრიან — მხედველობის ზონის მიღმიდან. ამის შესახებ ბევრი ამერიკული გამოცემა წერს.
წარმომადგენელთა პალატაში შეიტანეს და დაამტკიცეს ცვლილება ეროვნული თავდაცვის ასიგნებების შესახებ კანონში, რომელიც 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის საშუალებას იძლევა უკრაინელი პილოტებისა და ტექნიკოსების მომზადებისთვის ამერიკული თვითმფრინავების სამართავად.
შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის განცხადება უკრაინაში რუსეთის დამარცხების განზრახვის შესახებ, რუსული სპეცოპერაციის „სტრატეგიულ წარუმატებლობად“ გადაქცევის სურვილი — ზრდის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის F-16-ების მიწოდების ალბათობას. ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს ზელენსკის მხარდაჭერას, რომელიც რუსული ძალადობისგან დაზარალდა.
Air Force Magazine-ის ცნობით, რამდენიმე ქვეყანა მზად არის უკრაინას თავისი F-16-ები მიაწოდოს (რა თქმა უნდა, ვაშინგტონის თანხმობით). სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ამერიკული ცენტრის ანალიტიკოსები თვლიან, რომ კიევს ასევე სჭირდება თანამედროვე MQ-1C Grey Eagles და MQ-9 Reapers დრონები, ტანკები, საშუალო და შორი მანძილის რაკეტები.

საბრძოლო გამოყენება

ვაშინგტონში გაგზავნილი უკრაინელი მფრინავები აცხადებდნენ, რომ F-16-ები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მტრის საჰაერო თავდაცვის ჩასახშობად სჭირდებოდათ. მაგრამ საჰაერო თავდაცვის სისტემა С-400-ებს შეუძლიათ სამიზნეების ამოცნობა 600 კმ-მდე მანძილზე, და 250 კმ-ის დაშორებით, 10-დან 27 კმ-მდე სიმაღლეზე დარტყმა, ანუ უკრაინის მთელი საჰაერო სივრცის დაცხრილვა რუსეთისა და ბელორუსის ტერიტორიებიდან. საჰაერო თავდაცვის ეკიპაჟები მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში არიან.
24 თვითმფრინავის განადგურებისთვის საჭირო იქნება ამდენივე რაკეტის გაშვება. F-16 Block 70-ის უახლესი მოდიფიკაციის თითოელი კომპლექტი დაახლოებით 200 მილიონი დოლარი ღირს, რაც უფრო ძვირია, ვიდრე F-35. რუსული საზენიტო რაკეტები გაცილებით იაფია და საიმედოდ ჩამოაგდებენ ნებისმიერ „უხილავს“.
ამერიკული მსუბუქი გამანადგურებელი F-16-ები დასავლეთში F-22-ისა და F-35-ის თითქმის ტოლფასად განიხილება, და მაინც, საბრძოლო მახასიათებლების თვალსაზრისით, „მიმინოები“ მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან რუსულ მძიმე Су-35С-სა და Су-30СМ-ს. „სუხოები“ არავითარ შემთხვევაში არ დათმობენ უკრაინის საჰაერო სივრცეში დომინირებას.
თუ Су-35-С-სა და F-16-ს (იმავე თაობის) შევადარებთ, ვნახავთ, რომ რუსული გამანადგურებელი ბევრად უფრო სწრაფი და მანევრირებადია (მაქსიმალური სიჩქარე 2500 კმ/სთ და 2120 კმ/სთ შესაბამისად). Су-35-С-ის რადარი საჰაერო სამიზნეს 400 კმ მანძილზე ხედავს, შეუძლია Р-37М რაკეტით დარტყმა 300 კმ მანძილზე. F-16 block70-ის უახლესი მოდიფიკაცია სამიზნეებს 180 კმ-მდე მანძილზე იცნობს და ამავე მანძილზე შეუძლია მოწინააღმდეგის თვითმფრინავისთვის დარტყმა AIM-120 რაკეტით.
„სუხოის“ საბრძოლო დატვირთვა 8,1 ტონაა, ამერიკულ „ფალკონს“ მხოლოდ 5,4 ტონის აწევა შეუძლია. ანუ სიჩქარით, აღმოჩენის დიაპაზონითა და განადგურებით თანამედროვე F-16-ები უკრაინაში აშკარად ჩამოუვარდება Су-35С-სა და Су-30СМ-ს. მაშ, რაში სჭირდება უკრაინის საჰაერო ძალებს გამანადგურებელი F-16 Fighting Falcon-ები?
ვფიქრობ, რომ ვაშინგტონი და კიევი პროექტის ნამდვილ მიზნებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ხედავენ. ამერიკულ „მიმინოს“ შეუძლია გამოიყენოს AGM-158 მაღალი სიზუსტის ჰაერი-ზედაპირი რაკეტები, რომელთა მანძილი 980 კმ-მდეა, ხოლო კიევიდან მოსკოვამდე მანძილი მხოლოდ 750 კმ-ია. უფრო მეტიც, F-16 გამანადგურებელი არის ტაქტიკური ბირთვული იარაღის — სხვადასხვა მოდიფიკაციის B61-ების რეგულარული მზიდი.
კიევის რეჟიმისთვის კრიტიკულ სიტუაციაში ვაშინგტონს შეუძლია მწვანე შუქი აანთოს ევროპაში შეზღუდული არმაგედონისთვის, სადაც 200 ამერიკული ტაქტიკური თერმობირთვული ბომბი და 257 ზიდი თვითმფრინავია განლაგებული. ეს სცენარები შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ F-16-ების უკრაინისთვის გადაცემას სხვა აზრი არ აქვს, და რუსეთი იძულებული იქნება, საფრთხეებზე წინასწარ ირეაგიროს.
არ არის გამორიცხული სარაკეტო თავდასხმები გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და რუმინეთის სამხედრო აეროდრომებზე. თუ ვაშინგტონი ამავდროულად „ფსონებს ასწევს“, ჩრდილოეთ ამერიკასაც „მოხვდება“ — მოსკოვს დარწმუნების სხვა საშუალება არ ექნება.
გაითვალისწინეთ, რომ შეერთებული შტატები სრულიად დაუცველია ფრთოსანი რაკეტების შეტევებისგან, თუნდაც ისინი ქვებგერითი იყოს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 ივლისს, „კალიბრის“ მაღალი სიზუსტის საზღვაო რაკეტებით ქალაქ ვინიცაში ოფიცერთა გარნიზონის შენობას შეუტიეს. დარტყმის დროს იქ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის შეხვედრა იმართებოდა იარაღის უცხოელი მომწოდებლების წარმომადგენლებთან. დარტყმის შედეგად შეხვედრის მონაწილეები განადგურდნენ.
იმავე დღეს გაურკვეველი ვადით შეჩერდა ამერიკული ლენდ-ლიზი. ვაშინგტონი აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილებას საზღვრავს და რისკებს ითვლის. თებერვლის შემდეგ პირველად, კიევში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ამერიკელ მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ უკრაინა.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0