ვითარება საქართველოს გზებზე: გურიის ავტობანზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

© press-service of the Roads Department of Georgiaრაჭისა და იმერეთის დამაკავშირებელი გზა
რაჭისა და იმერეთის დამაკავშირებელი გზა - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2022
გამოწერა
გზის მონაკვეთზე ხორციელდება სტიქიის შედეგად წარმოქმნილი მეწყრულ-ეროზიული პროცესების შემაკავებელი ღონისძიებები.
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 12-32-ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდა, უწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
„აღნიშნულ მონაკვეთზე, 2022 წლის 16 ივლისიდან 31 ოქტომბრამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ყოველი თვის შაბათს 15:00 სთ-დან ორშაბათს 09:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია“, - ნათქვამია განცხადებაში
უწყების ინფორმაციით, გზის მონაკვეთზე ხორციელდება სტიქიის შედეგად წარმოქმნილი მეწყრულ-ეროზიული პროცესების შემაკავებელი ღონისძიებები.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ყველა ახალი ამბავი
0