https://sputnik-georgia.com/20220716/ukrainasi-darupuli-qartveli-mebrzoli-saqartvelosi-camoasvenes-268574577.html
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს
Sputnik საქართველო
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 17 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
2022-07-16T11:30+0400
2022-07-16T11:30+0400
2022-07-16T11:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/07/250817361_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_5a9b0640016eec902bec65a2b6a3fc55.jpg
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი სამშობლოში ჩამოასვენეს, იუწყება „პირველი არხი“.ქართველი მებრძოლი უკრაინაში 10 ივლისს დაიღუპა. ის უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ წავიდა და ლუგანსკის ოლქში იბრძოდა.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ. კახა გოგოლი მშობლიურ ფოთში გადაასვენეს.არსებული ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 17 ქართველი მებრძოლია დაღუპული.საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/07/250817361_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_7cac4fa5790128525796e3c2dcb3cec4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი საქართველო ჩამოსვენება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი საქართველო ჩამოსვენება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 17 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი სამშობლოში ჩამოასვენეს, იუწყება „პირველი არხი“.
ქართველი მებრძოლი უკრაინაში 10 ივლისს დაიღუპა. ის უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ წავიდა და ლუგანსკის ოლქში იბრძოდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ. კახა გოგოლი მშობლიურ ფოთში გადაასვენეს.
არსებული ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 17 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.